რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად
ბოლო პერიოდში, ფინანსური თაღლითობის შემთხვევებმა იმატა. კიბერთაღლითები დანაშაულებრივ სქემებს მუდმივად ხვეწენ და მას შემდეგ, რაც რომელიმე სქემა ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ახლის შემუშავებაზე გადადიან. დღეს ყველაზე გავრცელებული ტაქტიკა კი, თაღლითური ტრანზაქციებია- როდესაც დამნაშავე მსხვერპლთან კომუნიკაციაში მიმზიდველი შეთავაზებებით შედის და სხვადასხვა ფსიქოლოგიური მანიპულაციით, საკუთარი ნებით აზიარებინებს მობაილ ბანკის პაროლს, ბარათის სრულ ნომერს ან ბარათის დამცავ, ოთხნიშნა CVV კოდს. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი დამნაშავეს თანხას თავადვე ურიცხავს ანგარიშზე, რომელსაც რა თქმა უნდა ვეღარ იბრუნებს.
ბოლო დროის ყველაზე გავრცელებული თაღლითური სქემები:
ერთი შეხედვით, ამ თაღლითური სქემების ამოცნობა მარტივია, თუ ყურადღებით იქნებით და შემდეგ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ:
გაითვალისწინეთ, როდესაც მომხმარებელი თავისი ნებით უზიარებს თაღლითს პერსონალურ საბანკო ინფორმაციას ან აკეთებს გადარიცხვას, ბანკი უძლურია თანხა უკან დააბრუნოს, რადგან ხშირ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ბანკს მსგავსი ინფორმაციით მიმართავს, თაღლითებს მოპარული თანხა ანგარიშიდან უკვე გატანილი აქვთ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
17.04.2026.15:31
ყაზახეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ შეხვედრა გამართა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს AI მიმართულებით ყაზახეთის გამოცდილება და საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონულ ფორმატში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ ეროვნული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია NITEC-ისა და ტექნოლოგიური კომპანიების გაერთიანება Qaztech-ის წარმომადგენლებს. ამასთან, სამუშაო შეხვედრა შედგა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროშიც.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ ასტანა ჰაბს, გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურას, მიმდინარე პროექტებს და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რომელიც კონკრეტული პროექტების ირგვლივ თანამშრომლობასა და საერთო ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) წარმომადგენლებთან და მასთან არსებული ტექ-ჰაბის ხელმძღვანელთან.