მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

რას სწავლობენ მოსწავლეები STEM სკოლაში და როგორია სწავლების ფორმატი

news image

რა არის STEM სკოლა

STEM სკოლა კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.  STEM განათლება აერთიანებს  ცოდნას მათემატიკის, ფიზიკისა, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების შესახებ.  ციფრულ ეპოქაში STEM მიმართულებით ცოდნა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება: ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროფესიებისა, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ყოველთვის საჭირო იქნება. STEM სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს ის საბაზისო ცოდნა, რომლითაც ისინი შეძლებენ დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას მომავალში.

როგორია სწავლების ფორმატი

პროექტში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. მოსწავლეებს კვირაში ერთხელ (შაბათს ან კვირა დღეს, დილის ან შუადღის ცვლაში) საშუალება აქვთ, დაესწრონ სამსაათიან გაკვეთილებს, რომლებსაც კომაროვის სკოლის პროფესიონალები და მოწვეული პედაგოგები ატარებენ.

როგორია სასწავლო პროგრამა

STEM სკოლის კურიკულუმი და სასწავლო პროგრამა უნიკალურია – იგი არ არის რომელიმე სასკოლო საგნის ანალოგი. STEM სკოლაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეიმეცნონ მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპი. შექმნან და მართონ ჭკვიანი მოწყობილობები, რომლის შესასწავლადაც სპეციალური ონლაინპლატფორმა Tinkercad გამოიყენება, ხოლო პროექტები მიკროკონტროლერ Arduino-სა და მისი შესაბამისი ელექტრონული კომპონენტების ნაკრების საშუალებით სრულდება.

პროექტი ორმოდულიანია. თითოეული მოდული 4 თვეს გრძელდება. პირველ მოდულში მოსწავლეები ძირითადად ელექტროინჟინერიისა და მიკროკონტროლერების, მათი სენსორების მართვის საწყისებს ეუფლებიან, რომლის შესასწავლადაც ასევე იღრმავებენ ცოდნას ფიზიკის (ელექტრობა) და პროგრამირების მიმართულებით.

მეორე მოდულში მოსწავლეები ელექტრონული კომპონენტების საშუალებით ასრულებენ რეალურ ამოცანებსა და პროექტებს. ამ ეტაპზე ისინი აქტიურად არიან ჩართული პრაქტიკულ სწავლის პროცესში, რაც ერთი მხრივ, სახალისოა, მეორე მხრივ – შემეცნების საუკეთესო და აღიარებული საშუალებაა.

ვისთვის არის განკუთვნილი STEM სკოლა

პროექტი განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-7-დან  მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც კარგად ფლობენ ქართულ ენას.

STEM სკოლის შექმნის ერთ-ერთი იდეა მაღალი ხარისხის განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობაა. საგაკვეთილო პროცესის ვირტუალურ სივრცეში გადატანამ, ფაქტობრივად, მოხსნა გეოგრაფიული ბარიერი.  წელიწადში 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს კი სწავლის საფასურს მთლიანად უფინანსებს საქართველოს ბანკი და გადასცემს სწავლისთვის საჭირო მოწყობილობებს. როგორც თავად მოსწავლეები ამბობენ, მუშაობა ტექნოლოგიებთან უწევთ, ამიტომ ონლაინ გაკვეთილები ძალიან ხელსაყრელია.

შედეგები

STEM სკოლა უკვე ორი წელია ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში ორი ნაკადი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ახალია, ოთხოვე მიღებაზე დარეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობა ჯამში 5000-ზე მეტი იყო. STEM სკოლაში მოსახვედრად დარეგისტრირებულ მოსწავლეებს უტარდებათ მისაღები გამოცდა მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში. ამავე გამოცდის შედეგების საფუძველზე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებმა მოიპოვეს საქართველოს ბანკის სტიპენდია. ამჟამად STEM სკოლას 400-მდე მოსწავლე, მათ შორის 100-მდე სტიპენდიატი ჰყავს. პროექტში მონაწილეობენ როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.  საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს დაუფინანსდათ არა მხოლოდ  სწავლის საფასური, არამედ საჭირო საგანმანათლებლო რესურსები.

STEM სკოლაში მომავალი ნაკადის მისაღებად რეგისტრაცია 2025 წლის 6 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: stem.school.ge

აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image GITA სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ქართველი ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს

04.07.2025.11:30

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს. აგვისტოს თვეში, GITA სამი სხვადასხვა მიმართულების ბანაკს განახორციელებს.

• 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G

• 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl

• 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია 1-4 კურსის სტუდენტებისთვის მთელი საქართველოდან. აღნიშნული ბანაკი განკუთვნილია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები; ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO

ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა