რა გავლენა ექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ტექ-ეკოსისტემის განვითარებაზე - გიორგი ციკოლია
რა გავლენა ექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ტექ- ეკოსისტემის განვითარებაზე, ამ საკითხზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან, ამერიკული IT კომპანიის Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში ისაუბრა.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ყველა ჩვენს ინვესტორს და კლიენტს გავუზიარე პატარა ანალიზი იმისა, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რამდენად დადებითად აისახება ზოგადად რეგიონზე.
ბევრი მათგანმა მიპასუხა. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ყველა ამერიკული კომპანიაა და ინვესტორებისგან პასუხად მოვიდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მათთვის დადებითი და კარგი სიახლეა. მათი შეფასებით ქვეყანასთან მიმართებით სანდოობა იზრდება. ბევრმა ინვესტორმა გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და რეგიონიც საკუთარი თვალით ნახონ“, - განაცხადა ციკოლიამ. .
მისივე თქმით, აქ მთავარი გზავნილი ისაა, რომ ჩვენ ვართ დიდი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.
„შესაბამისად მოლოდინია, რომ როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, ასევე სხვა კუთხით ანალოგიური პროცესები გვაქვს და ანალოგიური მიდგომა გვაქვს ბიზნესის კეთებასთან მიმართებით“- აღნიშნა IT კომპანიის Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტმა.
2023 წლის 14 დეკემბერს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
სხვა სიახლეები
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Web Summit 2025-ზე მასშტაბური სივრცითა და StartUP in Georgia-ს ინიციატივით წარდგა
14.11.2025.15:30
საქართველო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Web Summit 2025-ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “აწარმოე საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში, მასშტაბური სივრცითა და “StartUP in Georgia”- ს ინიციატივით იყო წარმოდგენილი, რომლის მიზანია ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე, როგორც რეგიონული ჰაბის — სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყნის.
აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით. ასევე სამიტზე წარსდგნენ ქართული სტარტაპები:
• Klics – პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან ინტერაქტიული და მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული გამოცდილებები.
• BetterStep – ციფრული პლატფორმა დამოკიდებულების აღდგენის მხარდასაჭერად. მოწყობილობაზე დაფუძნებული სერვისი უზრუნველყოფს უწყვეტ, 24/7 მხარდაჭერას.
• VS1 – DeFi ჰაბი, რომელიც ფუნქციონირებს XRP Ledger-ზე და აერთიანებს ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დეცენტრალიზებული ფინანსების ხელშესაწყობად.
• Backoffice – ქართულ ბაზარზე შექმნილი ციფრული სამუშაო სივრცე, რომელიც ეხმარება კომპანიებს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და სრულ გაციფრულებაში.
• Herio – პლიკაცია, რომელიც დროებითი და მოკლევადიანი სამუშაოების მაძიებელ ახალგაზრდებს აკავშირებს სტუმართმასპინძლობასა და ტექ. სფეროებში არსებულ ბიზნესებს.
• Tasteit – საკვებზე ორიენტირებული სოციალური ქსელი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს საერთო კულინარიული ინტერესების გარშემო.
Web Summit ყოველწლიურად აერთიანებს 70,000-ზე მეტ მონაწილეს, ასობით სტარტაპს, ინვესტორსა და საერთაშორისო კომპანიას 160-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოსთვის, წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალური მასშტაბით.