მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

ქართული ინოვაციური ბიზნესის გლობალური ინტეგრაცია ჩვენი პრიორიტეტია - ავთანდილ კასრაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებთან შეხვედრა - ScaleUP from Georgia გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხელმძღვანელი პირებისგან საერთაშორისო გამოფენებისა და პლატფორმების შესახებ მიეღოთ ინფრომაცია.

როგორც GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სისტემურად უჭერს მხარს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას, სადაც ქართულ სტარტაპებს აქვთ წვდომა გლობალურ ცოდნაზე, პარტნიორებსა და ბაზრებზე.

ScaleUP from Georgia სწორედ ამ მიზანს ემსახურება — დავეხმაროთ მეწარმეებს სწორად გაიგონ საერთაშორისო შესაძლებლობები, მოემზადონ კონკურენციისთვის და სახელმწიფოს მხარდაჭერით უფრო სწრაფად გახდნენ გლობალური მოთამაშეები. ასეთი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას არა მხოლოდ გავუზიაროთ მათ ინფორმაცია, არამედ მოვისმინოთ სტარტაპების რეალური საჭიროებები და მათზე მორგებული პოლიტიკა შევქმნათ. ჩვენი პრიორიტეტია ქართული ინოვაციური ბიზნესის გლობალური ინტეგრაცია და მთავარი ამოცანა, საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ჰაბად ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობისთვის.” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებსა და სტარტაპებს შორის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში. ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს ასევე პრეზენტაცია ქართველი სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომ საერთაშორისო შესაძლებლობებზე, მათ შორის, GITA-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და ტექნოლოგიურ ღონისძიებებზე. ასევე გაიმართა დიალოგი სტარტაპების საჭიროებების შესახებ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია

14.04.2026.17:46

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა