ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა
ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა;
ღონისძიების მთავარი სპიკერი თინათინ რუხაძე - ACT Global-ის მმართველი პარტნიორი იყო | მასტერკლასი თემაზე „გაბედე, რომ გაიზარდო!“ შეეხო არჩევანს და იმ შინაგან გარდატეხას, რომელიც ცვლის ჯერ ლიდერს და შემდეგ მის ბიზნესს;
Women in Business (WiB) პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank-ის, ევროკავშირის, შვედეთის და European Bank for Reconstruction and Development (EBRD) -ის თანამშრომლობით ხორციელდება;
ზურაბ მურაკაშვილი | პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank ბიზნესის განვითარების განყოფილების წარმომადგენელი;
ნინო დევაძე | მუსიკის სახლის დირექტორი;
პროგრამის ფარგლებში პროკრედიტ ბანკმა ქალთა მიერ მართულ კომპანიებში უკვე 4 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
სხვა სიახლეები
რეგიონებში ინოვაციების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ადგილობრივი იდეები ქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალ საფუძველს - ავთანდილ კასრაძე
28.03.2026.19:15
“რეგიონებში ინოვაციების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ადგილობრივი იდეები ქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალ საფუძველს.” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ბათუმის ტექნოპარკში გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში აჭარის რეგიონში 6 გამარჯვებული გამოვლინდა - ჯუნიორსტატსი, Veasy, ალტერნატიული და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის – წყალბადის გენერირების ინოვაციური მოდელი, მომავლის ჭადრაკი, უფროსი დაიკო, სინთეზატორი.
როგორც ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, აჭარაში გამოვლენილი გამარჯვებული პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ ინოვაციური პოტენციალი მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება.
“მსგავსი პროგრამებით ჩვენ ვაძლიერებთ რეგიონულ ეკოსისტემებს, ვუწყობთ ხელს ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას და მათ კომერციალიზაციას, რაც საბოლოოდ ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.” - აღნიშნა GITA -ს თავმჯდომარემ.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ. აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 39 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.