NASA ასტრონავტებს მთვარეზე გაგზავნის
ბოლო დაშვებიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA ასტრონავტებს მთვარეზე გაგზავნის.
„NASA წარმატებით ამთავრებს თავისი ყველაზე მძლავრი რაკეტის მშენებლობას“, - ამის შესახებ NASA-ს დირექტორმა ბილ ნელსონმა Twitter-ზე დაწერა.
„ვიდრე ჩვენ ვემზადებით Artemis II მისიისთვის, ჩვენი გუნდები ასრულებენ NASA-ს SLS რაკეტის პროექტს, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად წაიყვანს ასტრონავტებს მთვარეზე“, - თქვა ბილ ნელსონმა.
შეგახსენებთ, რომ NASA -მ მთვარეზე ასტრონავტების გარეშე პირველი დაშვება 50 წლის განახორციელა.
სხვა სიახლეები
ურთიერთგაგების მემორანდუმი GITA - სა და რუმინეთის კვლევებისა და ინფორმატიკის განვითარების ინსტიტუტს შორის
12.12.2025.12:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და რუმინეთის კვლევებისა და ინფორმატიკის განვითარების ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ასევე კვლევისა და განვითარების კომერციალიზაციას; ორი ქვეყნის აკადემიურ დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრობის ხელშეწყობას; ერთობლივი პროექტების განვითარებას, ვებინარების ორგანიზებასა და ქართული და რუმინული სტარტაპების ბიზნეს ინკუბატორისა და აქსელერატორის პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერას.
შეთანხმების თანახმად, მხარეები ასევე უზრუნველყოფენ სასწავლო ვიზიტებისა და სასწავლო ტურების ორგანიზებას საერთაშორისო და ეროვნული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის, ანალიზისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი თბილისის ტექნოპარკში გაფორმდა. GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამებიც გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.