მთავარი ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში “Touch Summit” ბრუნდება
წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური სამიტი - TOUCH24 ტრადიციულად რუსთაველის თეატრში, 3 და 4 დეკემბერს გაიმართება.
ორ დღიანი კონფერენცია მრავალფეროვან პროგრამას გვპირდება: 60-ზე მეტი სპიკერი, 1000-ზე მეტი დელეგატი 10-ზე მეტი ქვეყნიდან, ქინოუთ სესიები, პანელური დისკუსიები, 8 ვორქშოფ სესია, სტარტაპ ექსპო, წინასწარ შერჩეული სტარტაპებისთვის Pitch Competition, ნეთვორქინგ სესია, საიდ ივენთები და დამაგვირგვინებელი აფთერ ფართი.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: SWITCHING MINDSETS, რაც მთავარი გასაღებია სწრაფი და დიდი მიღწევების გზაზე.
რუსთაველის თეატრის 2 დიდი სცენა უმასპინძლებს 20-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს, მათ შორის Google-ის UX დირექტორს, Oculus VR-ის დამფუძნებელს, Spotify, Typeform-ის ყოფილ დიზაინ დირექტორს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი AI Voice ქლონინგის უკრაინულ კომპანია - Respeecher-ის დამფუძნებელს, მსოფლიოს ტოპ 5-ეულში შემავალ ჰაკერს, TED-ის მრავალგზის სპიკერს, Meta-ს ბინზესს სტრატეგსა და ფუტურისტს, Media.Monks-ის ტექ კრეატიულ დირექტორს და ბევრ სხვა პროფესიონალს.
https://touch.ge/touch24/speakers
წლევანდელი სამიტის მიზანია კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას.
სტარტაპებისთვის წელსაც განსაკუთრებული პროგრამა იქნება შემუშავებული, რაც მოიცავს STARTUP PITCH COMPETITION-ს, სტარტაპ ექპოს, სტარტაპ სცენას, საიდ ივენთებს და სპეციალურ ნეთვორქინგ სესიებს მოწვეულ ინვესტორებთან (საერთაშორისო VC ფონდები და სხვა)
Სამიტის ფარგლებში Სტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 40-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა ადგილზე გააცნონ დამსწრე დელეგატებს თავისი პროდუქტი.
ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუააზიისა და EMEA რეგიონებიდან. 100-მდე მეტი სტარტაპი - მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.
გაითვალისწინეთ, რომ “Early bird” ბილეთების კალათა დღეს იწურება.
Ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი: https://touch.ge/touch24/get-pass
სპიკერების ნაწილი უკვე დაანონსებულია: https://touch.ge/touch24
Touch Summit-ის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ზუმერი, GITA, თბილისის მერია
სამიტის პარტნიორები არიან: Tegeta Cars, Georgia Travel, Croco Squad, Mtebi, Onesoul, Axel, Terminal, Episode, Zeekr, port80, GIZ, UN Woman
Მედია პარტნიორები არიან: Business Insider Georgia, Forbes.ge, On.ge, Next.on.ge, Entrepreneur.ge, Marketer.ge, At.ge, BMG, Formula TV, IPN.GE, BPN.GE
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.10:21
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).
ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.
მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.