მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

მსოფლიოს ერთ-ერთმა მსხვილმა საერთაშორისო აქსელერატორმა Plug and Play-მ საქართველოში აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ერთ-ერთმა გამარჯვებულმა აქსელერატორმა Plug and Play-მ აქსელერაციის პროგრამის პირველი ფაზა - Founder-Market Fit დაიწყო, რაც მოიცავს ორთვიანი ინტენსიური სწავლებისა და მენტორინგის პერიოდს შერჩეული სტარტაპებისთვის.

„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.

პროგრამა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში. გარდა ამისა, დაეხმარება სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად, ასევე მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას.

Plug and Play მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სტარტაპების აქსელერატორი 2006 წელს დაფუძნდა აშშ -ში, დღეს წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქალაქში და ახორციელებს აქსელერაციის 60-ზე მეტ პროგრამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი პორტფოლიო აერთიანებს 2,500-ზე მეტ სტარტაპს, რომლებმაც მოიზიდეს 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება. Plug and Play არის გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მოთამაშე, მათი მისიაა ტექნოლოგიური პროგრესის წახალისება მსოფლიოს წამყვანი ინოვაციური პლატფორმის შექმნით.

“ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში” სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს. აქსელერაციის პროცესი უკვე დაიწყეს Startupbootcamp - მა და Plug and Play-მ, ივლისიდან კი პროგრამას შეუერთდება 500 Global და Founder Institute. პროგრამა დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image როდის გაიხსნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი

12.03.2026.15:00

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უნიკალური სივრცე იქნება, როგორც ცნობილია, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობაში განთავსდება ინტერაქტიული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი, კრეატიული სწავლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის და გარე რეკრეაციული სივრცე, მათ შორის განახლებული ხელოვნური ტბა. პროექტი არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო ტურისტებს მოიზიდავს, ხოლო მისი მიზანია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სიყვარული ახალგაზრდებში ჩამოყალიბდეს და ქვეყნის სამომავლო განვითარებას შეუწყოს ხელი.

„პირველ რიგში მნიშვნელობას გავუსვამ ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი მთლიანად რეგიონალური თვალსაზრისით და რეგიონში  არ ვგულისხმობ იმერეთის რეგიონს - ვგულისხმობ, საერთოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს. გამომდინარე იქედან, რომ ბევრი უნიკალური სივრცე განთავსდება, პირველ რიგში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურად საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იქნება ვიზიტორი ამ სივრცის, წაიყვანს  ბავშვებს, ახალგაზრდებს. ის არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიების სიყვარული სწორედ იქ ჩამოყალიბდეს, რაც მათი მომავალი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ყველა ექსპონატი უკვე ნაყიდია  და საქართველოში არის ჩამოსული. 


მოგეხსენებათ, რომ ეს არის პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში, სადაც განთავსება ტექნოლოგიური ჰაბი. ზუსტად, რომ ავუხსნათ  პროგრესი მოსახლეობას,  ძალიან რთული შენობაა და ამიტომ წაიღო დრო რომ სწორად გაკეთდეს. ინფრასტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მაშინ ერთმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და დაავალეს, რომ პარლამენტი გადასულიყო და რა სამუშაო პირობები ჰქონდათ მათ არავინ არ წუხდა მაგაზე და იქ სუნთქვა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ მთლიანად დავასრულეთ გაგრილების სისტემის რეაბილიტაცია, რომ ჩვენი მოქალაქეები კომფორტულად გრძნობდნენ თავს იმ შენობაში, ასევე შესასვლელები მთლიანად მოწესრიგდა, ხელოვნური ტბა ასევე რომელიც იქ არსებობდა და მხოლოდ ერთხელ გახსნისას აავსეს წყლით, ჩვენ მოვახდინეთ მისი რეაბილიტაცია და მშვენიერი სარეკრაციო სივრცე იქნება. აღმოსავლეთის შესასვლელის რეაბილიტაცია თითქმის დამთავრებულია და მიდის გადახურვის სისტემის სრული რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ  ძალიან დიდი ხარვეზები იყო და სწრაფად ცდილობდნენ ამ შენობის გახსნას და ძალიან ბევრი შეცდომებია მშენებლობის პროცესში დაშვებული, რომლის გამოსწორებასაც ახლა ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. 

მიმდინარეობს შიდა რემონტი, სადაც მთლიანად მოხდა უკვე დემონტაჟი ყოფილი კაბინეტების, რომ ეს უკვე გადაკეთდეს ტექნოლოგიებისთვის შესაბამის სივრცეებად და დაწყებულია უკვე სარემონტო სამუშაოები. გეგმა გვაქვს, რომ მაისის ბოლოს უკვე ეს სივრცე ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. აქ იქნება წარმოდგენილი არამარტო მუზეუმი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი და ყველაზე წამყვანი ლაბორატორიებით,  ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი განთავსდება აქ, განთავსდება ასევე მნიშვნელოვანი სასწავლო კრეატიული და ტექნოლოგიების მიმართულებით ცენტრი, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაშია დღეს და  საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი  ექსკლუზიურად მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის და ძალიან უნიკალური სივრცე, გარე რეკრეაცია ასევე ხელოვნური ტბა და მუზეუმი ერთობლიობაში ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უნიკალურ სივრცეს ქმნის და არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ვფიქრობთ რომ ტურისტებისთვისაც ერთ-ერთი თვალსაჩინო, სანახავი ადგილი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი“, - განმარტავს ავთანდილ კასრაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა