Meta Twitter-ის ანალოგს გამოუშვებს
6 ივლისს ამერიკული კორპორაცია Meta სოციალური ქსელის Twitter-ის ანალოგს - Threads-ის აპლიკაციას გამოუშვებს.
Report-ის თანახმად, ილონ მასკის Twitter-ის პოტენციური კონკურენტი ინსტაგრამის სოციალური ქსელის ბაზაზე იმუშავებს.
Threads, როგორც აპლიკაციის აღწერილობაში ნათქვამია აშშ-ს App Store-ის სეგმენტზე (Threads, ინსტაგრამის აპი), იქნება „ადგილი, სადაც საზოგადოების წევრები კრიბებიან“ თავიანთი პრობლემების განსახილველად. მომავალ მომხმარებლებს მოუწოდებენ თვალყური ადევნონ და დაუკავშირდნენ დაინტერესებულ და თანამოაზრე ადამიანებს, ასევე გაუზიარონ საკუთარი იდეები, მოსაზრებები და შემოქმედება.
შეერთებულ შტატებში მომხმარებლები 6 ივლისს App Store-იდან Threads-ის უფასოდ ჩამოტვირთვას შეძლებენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.07.2025.11:30
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს. აგვისტოს თვეში, GITA სამი სხვადასხვა მიმართულების ბანაკს განახორციელებს.
• 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G
• 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl
• 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია 1-4 კურსის სტუდენტებისთვის მთელი საქართველოდან. აღნიშნული ბანაკი განკუთვნილია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები; ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO
ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.