მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

ჩვენი ამოცანაა, რომ ინოვაცია შევიდეს ეკონომიკის ყველა სექტორში - ავთანდილ კასრაძე

news image

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წარმოდგენილი ვიყოთ ყველა მნიშვნელოვან სტარტაპ, ინოვაციურ ღონისძიებაზე, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა (GITA) ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველო დაწინაურებულია რეიტინგებშიც, დაგროვილი აქვს სათანადო ცოდნა-გამოცდილებაც და უკვე შეუძლია ეს გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს.

„საქართველო მივიდა განვითარების იმ ეტაპზე, რომ ინოვაციური ეკოსისტემას სათქმელი, საჩვენებელი, სალაპარაკო უკვე გვაქვს. ჩვენ უკვე შეგვიძლია ძალიან კარგად წარმოვადგინოთ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დედამიწის ამ კუთხეში ინოვაციური და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით. ჩვენ გვყავს უკვე საერთაშორისო აქსელერატორი, რომელიც არის გლობალური. აქ არის წარმოდგენილი ვენჩერული ფონდები. შესაბამისად, ბევრი მიმართულებით ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი გვაქვს. გარდა ამისა, საგადასახადო მიმართულებით. ძალიან ბევრი რეიტინგები არსებობს გლობალური მასშტაბით. ყველაზე კარგი არის გლობალური ინოვაციების ინდექსი. კარგი ვგულისხმობ ყველაზე რთული ასევე. ჩვენ ამ მიმართულებით ვუახლოვდებით TOP 50 ქვეყანას. ჯერ მანდ არ ვართ, მაგრამ საგრძნობლად ვუსწრებთ ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანას. მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნებს და ა.შ.და ჩვენ გეზი გვაქვს, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეთ. გლობალურ ინოვაციურ ინდექსში დაწინაურება ყველა სხვა რეიტინგზე მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში თუ მანდ წინ ხარ ნიშნავს, რომ შენი ეკონომიკის ტრანსფორმაცია უკვე მოხდა და შენ ხარ ინოვაციური ეკოსისტემა, შენი ეკონომიკა მხოლოდ ადამიანურ კაპიტალზე არის დამოკიდებული. ცოდნასა და ინოვაციებზე განვითარებული ეკონომიკაზე, როდესაც ვსაუბრობთ, სწორედ აი ეს გულისხმობს, რომ ადამიანურ კაპიტალზე დაფუძნებული, მეცნიერებაზე დაფუძნებული, ახალ გამოგონებებზე დაფუძნებული და ინოვაციებზე დაფუძნებული და ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის.

ჩვენ ვთქვით, რომ ინოვაციები გვინდა ეკონომიკის ყველა სექტორში. მიუხედავად იმისა, შენ ხარ ტრადიციული ბიზნესი, ჩვენ განსაკუთრებით წავახალისებთ ამ საგადასახადო რეფორმით ტრადიციულ, მცირე და საშუალო მეწარმეს“, - აღნიშნა კასრაძემ.

მისი თქმით, მთავრობის ამოცანა არის, რომ ინოვაცია შევიდეს ეკონომიკის ყველა სექტორში

„ამ შემთხვევაში ყველა ჩვენი სექტორი უფრო გაჯანსაღდება, უფრო სწრაფად განვითარდება, კონკურენტუნარიანობა უფრო მეტი ექნება. ეს იქნება ენერგეტიკა, ეს იქნება ტრანსპორტი, ლოჯისტიკა მნიშვნელობა არ აქვს. მთავრობამ თქვა, რომ ჩვენი ამოცანა ინოვაციები განვითარდეს და სწორედ აი ამ სექტორების განვითარება ინოვაციებზე გადის“, - განმარტავს ავთანდილ კასრაძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ ბაზარს მაღალი კვალიფიკაციის კადრები მიაწოდოს - ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

20.02.2026.15:36

„ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, IT ბინადრობის შემოღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე  მაღალკვალიფიციური კადრების მიწოდებას. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თორნიკე სულაბერიძემ განმარტა, ადგილობრივი ტექნოლოგიური სექტორი ნელ-ნელა ფართოვდება, და რელოკირებული, მაღალი კვალიფიკაციის კადრებთან ერთად მუშაობა ადგილობრივ თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, კვალიფიკაცია აიმაღლონ და ექსპერტიზა შეიძინონ.

„საქართველოს პოტენციალი გააჩნია, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრები მიაწოდოს ბაზარს, თუმცა დღეს არ ვართ მაგ ეტაპზე. ამ მიზნისკენ მივდივართ, ანუ ის შრე ფართოვდება, უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება ტექნოლოგიურ სექტორში, თუმცა იმისათვის, რომ ამ ადამიანების კვალიფიკაცია ამაღლდეს, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, გარდა განათლებისა, არის, რომ მათ გამოცდილ კადრებთან თანამშრომლობა. ის, რომ რელოკაციით გადმოვიდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები და დღეს მუშაობენ ქართველებთან ერთად, ეს შესაძლებლობა არის ადგილობრივი მუშახელისთვის, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და ის, ეგრეთ წოდებული ექსპერტიზა და ცოდნა გადაეცეთ მათ და რაღაც ეტაპზე უკვე ადგილობრივი კადრები ჩამოყალიბდნენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის კადრებად“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.

თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეფექტური სტრატეგიის შექმნა სჭირდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ინდუსტრიაც.

„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ დონეზე, სტრატეგიული ხედვის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ ინდუსტრია, საგანმანათლებლო სექტორი და სხვა მხარეები. მათ შორის, როგორც ინტერნეტ-პროვაიდერები და ელექტროენერგიის მიმწოდებლებიც უნდა იყვნენ ჩართულები სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან ეს წარმოადგენს ერთობლიობას და ხედვას, თუ როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ თავისი როლი მომდევნო წლებში“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე,

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა