მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

მალე, საქართველოში NVIDIA-ს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტის ცენტრი გაიხსნება

news image

მალე, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ცენტრი გაიხსნება. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა (GITA) ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, ცენტრი NVIDIA უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

„NVIDIA უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტის ცენტრი ქართული მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობის არის“, - აღნიშნა კასრაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე NVIDIA-სთან ტექნოლოგიების შეძენის პროცესი მიმდინარეობს. 

„საქართველო ამ მიმართულებითაც არის მიზიდულობის ცენტრი ინვესტორებისთვის, რომ ეს არის სანდო ქვეყანა, რომ აქ პროცესები სწორად ვითარდება და შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ექნება ამ ყველაფერს და ერთობლიობაში ყველაფერი კეთდება საქართველოს მოსახლეობისთვის. მათ უნდა გამოიყენონ ეს ყველა რესურსი და მათ უნდა შექმნან საბოლოოდ ის ინოვაციური ბიზნესები, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარეს“, - აღნიშნა კასრაძემ. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ადაპტაცია მოახდინოს, რათა კონკურენციას არ ჩამორჩეს - სოსო გიორგაძე

13.06.2025.15:00

ხელოვნურ ინტელექტს შრომით ბაზარზე გავლენა ექნება, - აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

სოსო გიორგაძის თქმით, საუბარია გარკვეული ტიპის სამუშაოებზე, თუმცა მისვე განმარტებით „პროგრესი მუშახელს არ ამცირებს“.

„შრომით ბაზარზე დიდი ალბათობით მას ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ნებისმიერ ტექნოლოგიურ განვითარებას. ყველაფერი თავის დროზე, დაწყებული ჩარხით, ტრაქტორით, ან სხვა ნებისმიერით, რაც ტექნოლოგიური გაუმჯობესება იყო ქმნიდა გარკვეული მუშახელის გაქრობის საშიშროებას. ასეთი რისკი ბუნებრივია არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად შეამცირებს სამუშაო ადგილებს. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონკრეტული ტიპის სამუშაო სფეროზე, აღარ იყოს საჭირო ადამიანური მუშახელი კონკრეტულ სეგმენტში, მაგრამ პროგრესი მუშახელს არ ამცირებს. სამუშაო ადგილები დიდი ალბათობით უფრო გაიზრდება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით მუშახელი შესაძლოა აღარ იყოს საჭირო.

ხელოვნური ინტელექტის მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად უნდა იყოს პრაგმატული, მათ შორის სახელმწიფო დონეზე, ისე როგორც ბიზნესის დონეზე. წარმოიდგინეთ არსებობს ძალა, რომელსაც თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ, კონკურენტები აუცილებლად გამოიყენებენ. შესაბამისად ისინი წინ იქნებიან, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მუშაობას და უფრო მეტ ინფორმაციაზე წვდომას. არამხოლოდ ინფორმაციაზე წვდომას, არამედ ინფორმაციის სწრაფ ანალიზს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი არაფერი არ იცის, რაც ადამიანმა არ მოიფიქრა. მაგრამ ერთი, ან თუნდაც 100 ადამიანისგან განსხვავებით ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წვდომა ჰქონდეს უფრო მეტ ინფორმაციაზე და უფრო სწრაფად გადაამუშაოს ეს ინფორმაცია. შესაბამისად ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ბიზნესისთვის, რომელიც ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაცია მოახდინოს ხელოვნურ ინტელექტთან იმისთვის, რომ კონკურენციას არ ჩამორჩეს“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა