მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დაიწყება მუშაობა ხელოვნური ინტელექტის გაქართულებაზე - ავთანდილ კასრაძე

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, IT სექტორის განვითარების ფონზე, იგეგმება ხელოვნური ინტელექტის გაქართულება. 

„პროცესი უკვე დაიძრა, რათა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ქვეყნის ეროვნული სტრატეგია დაიწეროს. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრის ჩამოყალიბება.

მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს ამ საკითხის ინტენსიური განხილვა, თუ რა ფორმატით უნდა შეიქმნას ეს ცენტრი, როგორი უნდა იყოს მისი სტაფი და მკვლევრების კვალიფიკაცია და რა მიმართულებებზე უნდა იყოს ფოკუსირებული“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

მისი ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი სავარაუდოდ 2025 წლის დასაწყისისთვის შეიქმნება. 

„მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დაიწყება მუშაობა ხელოვნური ინტელექტის გაქრთულებაზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აწყობა, რადგან უნდა გაკეთდეს დატა ცენტრი, რათა ქართულ ენაზე მოხდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარება. მოლაპარაკებები გვაქვს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ დაგვეხმარონ და მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად გვჭირდება“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს ეკონომიკური ზრდის ახალი სტიმულია - დავით ზღუდაძე

23.10.2025.11:56

„თბილისის ფინანსური სამიტის" მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათ როლზე -  როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისე, რომ წახალისდეს ახალი ეკონომიკური მიმართულებები,“ - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოსა და სომხეთში Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ზღუდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავიდანვე ისეთი აქტივობების დანერგვა, რომლებიც შემდგომში გაფართოვდება და გაიზრდება.

„სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე ჩვენს ქვეყანაში - როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისე, რომ წახალისდეს და ქვეყანაში ახალი ეკონომიკური მიმართულებები განვითარდეს. ასევე განხილვის თემაა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით უფრო მეტი რეგიონული ინტეგრაცია მოხდეს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების მოსმენა და მათი გაზიარება, რათა ამ ინიციატივის ფარგლებში მომავალი აქტივობები დაიგეგმოს.

ძირითადი მიმართულება, რაც მე გუშინ მოვისმინე, ის არის, რომ ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, თავიდანვე უნდა დავნერგოთ ისეთი აქტივობები და განვავითაროთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც უფრო მასშტაბურებადი იქნება. თავიდანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი გლობალიზაციაზე, რადგან მცირე ქვეყნისა და მცირე პოპულაციის ფარგლებში რთულია საინტერესო ბიზნეს-ქეისების განხორციელება,“ - აცხადებს დავით ზღუდაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა