მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

Lineate-ის ჩართულობა BTU-ს ჰაკათონში ორმაგად ღირებულია ჩვენთვის და სტუდენტებისთვის - ნინო ენუქიძე

news image

BTU ჰაკათონს მართავს, რომელშიც საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანია Lineate ჩართული. რა არის სტუდენტური ჰაკათონის მიზანი და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში IT კომპანიების მონაწილეობა, როგორია აქტივობა ამ საკითხებზე Business Insider Georgia ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ნინო ენუქიძეს ესაუბრა:

ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი და განათლება - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიციირებული ჰაკათონის თემაა, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. რა არის ჰაკათონის მიზანი და რა მოლოდინები გაქვთ?

არავისთვის აღარ არის სიახლე რომ ხელოვნური ინტელექტი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალმოთხოვნადი ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც ყოველდღიურად უამრავ საქმეს გვიმარტივებს და გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. ამ ყველაფრის დანერგვა და განვითარება საგანმანათლებლო სექტორში ქმნის ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. აღსანიშნი და მნიშვნელოვანია რომ ავსტრალიური "Task Force" უკვე სახელმწიფო დონეზე იკვლევს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას საგანმანათლებლო სექტორში, მიმოიხილავს სხვადასხვა სტრატეგიებს მისი განვითარების მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობაზე უკვე დღეს აღარავინ დავობს.

AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანია Lineate. როგორ ჩაერთო პროცესში ეს კომპანია და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ამ ღონისძიებაში მონაწილეობა?

ვთვლით რომ ზოგადად კერძო ორგანიზაციების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათი ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში მონაწილეობის მიღებას. Lineate და BTU უკვე დიდი ხანია პარტნიორები არიან და ერთობლივი ძალებით მრავალი საინტერესო აქტივობა განუხორციელებიათ, თუმცა აღნიშნულ ჰაკათონში მათი ჩართულობა ორმაგად მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩვენთვის და სტუდენტებისთვის. რა თქმა უნდა ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ აღნიშნული ჰაკათონი Lineate-სთვის საინტერესოდ და მომგებიანად ჩაივლის, ვინაიდან პირველ რიგში სწორედ კერძო IT და ტექკომპანიებს სურთ იმ ახალგაზრდების ხილვა თავიანთ გუნდებში, ვისაც ის ტექნოლოგიური უნარები გააჩნიათ, რომლის გამოვლენის შესაძლებლობაც სწორედ ჰაკათონის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

18 იანვარს დასრულდა AI ჰაკათონზე რეგისტრაცია. რამდენი გუნდი დარეგისტრირდა და როგორ შეაფასებთ აქტივობას?

116 გუნდის რეგისტრაცია მივიღეთ სრულიად საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ჯამში 350-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, რაც რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს. პირველ რიგში ეს ციფრები მიანიშნებს იმაზე რომ სტუდენტებს აქვთ სურვილთან ერთად ტექნოლოგიური უნარები, გადაჭრან ჰაკათონის დავალების შინაარსი, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვჩერდებით მხოლოდ ამ ჰაკათონზე და სამომავლოდ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ სტუდენტების ჩართულობის გაზრდა იქნება ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინიციატივებში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image საქართველოში ოთხი ახალი აქსელერატორი შემოდის

18.09.2025.10:06

საქართველოში ოთხი ახალი საერთაშორისო აქსელერატორი შემოდის. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” გამარჯვებულები ცნობილია:

Plug and Play – მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სტარტაპების აქსელერატორი 2006 წელს დაფუძნდა აშშ -ში, დღეს წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქალაქში და ახორციელებს აქსელერაციის 60-ზე მეტ პროგრამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი პორტფოლიო აერთიანებს 2,500-ზე მეტ სტარტაპს, რომლებმაც მოიზიდეს 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება. Plug and Play არის გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მოთამაშე, მათი მისიაა ტექნოლოგიური პროგრესის წახალისება მსოფლიოს წამყვანი ინოვაციური პლატფორმის შექმნით.

Startupbootcamp - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპების აქსელერატორი 2010 წელს დაარსდა დანიაში. კომპანია გლობალურ ბაზარზე საქმიანობს და 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. 2010 წლიდან დღემდე Startupbootcamp-მა განახორციელა 180-ზე მეტი სპეციალიზებული აქსელერაციის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო 1800-ზე მეტი სტარტაპი. პორტფოლიო სტარტაპებს აქვს 3.5 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობით მოზიდული ინვესტიციები. კომპანიას ჰყავს 100-ზე მეტი წარმატებით „დაექსითებული“ სტარტაპი. Startupbootcamp კონცენტრირებულია ინოვაციური ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებასა და მათ გლობალურ ბაზარზე წარმატებული გასვლის ხელშეწყობაზე.

500 Global - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის კომპანია 2010 წელს აშშ-ში დაარსდა. მათ აქვთ 3000+ პორტფოლიო კომპანია, მათ შორის 35+ კომპანია 1 მლრდ დოლარის და მეტი ღირებულებით.

Founder Institute - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აქსელერატორი აშშ-დან ეხმარება ადრეული ეტაპის სტარტაპებს იდეების ბიზნესებად ქცევაში. კომპანია 2009 დაარსდა და დღეს აქვს წარმომადგენლობა 200+ ქალაქში და 100+ ქვეყანაში. მათ პორტფოლიოშია 5000+ სტარტაპი, რომლებმაც მოიზიდეს 950 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

კონკურსის შედეგად შერჩეული აქსელერატორები დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამის განხორციელება 2026 წლის დასაწყისში დაიწყება.

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

პროგრამა ხელს შეუწყობს:

• ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში.

• სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად.

• მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” საერთო ჯამში სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, ბელგია, ესტონეთი, დანია, გერმანია, შვეიცარია, პორტუგალია, ისრაელი, ირლანდია, ლიეტუვა ) 17 განაცხადი შემოვიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა