ლევან დგებუაძე, საწარმოს და ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, 2026 თებერვალი | სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
Ambassadori Island Batumi-ის თვის შეჯამება;
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს;
Ambassadori Island Batumi ამბასადორის კუნძულზე პირველი ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა;
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე ინოვაციური პროექტი და საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი წარადგინა;
ირაკლი კობახიძე | საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
მარიამ ქვრივიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
გოჩა კამკია | Ambassadori Island Batumi -ის გენერალური დირექტორი;
ქეთევან ფაჩულია | Ambassadori Island Batumi „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ყირგიზეთის რესპუბლიკაში სამუშაო შეხვედრები გამართა
27.04.2026.16:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ყირგიზეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების, ინოვაციური ცენტრებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებთან.
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ყირგიზეთის IT ჰაბის, მაღალი ტექნოლოგიების პარკისა და კრეატიული ინდუსტრიების პარკის (Ololo group) ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო ტექნოლოგიური პარკების ეფექტურ მართვას, IT ექსპორტის სტიმულირებასა და იმ ერთობლივი პროექტების ინიცირებას, რომლებმაც ორივე ქვეყნის ეკოსისტემა უნდა გააძლიეროს.
თანამშრომლობის აკადემიური მიმართულების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტის აკადემიურ საბჭოსთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე შედგა ყირგიზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან.
დელეგაციის წევრები სახელმწიფო დაწესებულება „კიზმატისა“ (KYZMAT) და ღია სააქციო საზოგადოება „თუნდუკის“ (TUNDUK) ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვის მნიშვნელობას საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის პროცესში.
ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით გაიმართა.