მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული სტარტაპი - Roamingo შემოვიდა

news image

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ქართული სტარტაპის Roamingo-ს სტენდი განთავსდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. Roamingo არის პირველი ქართული კომპანია, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, რომელიც საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მგზავრებს მობილურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები გაცილებით დაბალ ფასად და სასურველი ვადით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.

,,ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ჩვენს მგზავრებს სერვისების შერჩევისას სხვადასხვა ალტერნატივა შევთავაზოთ. ამავე დროს, საშუალებას ვაძლევთ ქართულ სტარტაპებს უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. Roamingo საშუალებას აძლევს ჩვენს მგზავრებს, უშუალოდ ტურისტებზე მორგებული და ხელსაყრელი ინტერნეტ პაკეტები შესთავაზოს. ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული სტარტაპი ჩვენი აეროპორტის მგზავრებს ევროპაში გამგზავრებისას 10 დღიან აქციას სთავაზობს და ფასდაკლების ვაუჩერების, ასევე სხვადასხვა  ბონუსების გაცნობა მათ გაფრენის დარბაზში განთავსებულ კომპანიის სტენდთან შეეძლებათ.-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ამ ეტაპზე, Roamingo-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში  ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

06.02.2026.14:06

საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელიც წელს  ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველად გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ ონლაინ ტურში, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეების 50%-ზე მეტი ოლიმპიადას რეგიონებიდან შემოუერთდა. 

Olyinfo თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.

უკვე ცნობილია მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა, რომლებიც დასკვნითი ტურისთვის მოემზადებიან. შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.olyinfo.ge

OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ს ბაზაზე გაიმართა. 

თიბისისა და BTU-ს პარტნიორობით შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბი ერთიანი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალი თაობას საშუალებას აძლევს გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ტექნოლოგიებში პირველი ნაბიჯები გადადგან.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა. ჰაბი, ასევე მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.

თიბისი, ჰაბის გენერალური პარტნიორი, განათლებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს, ამიტომ ბრენდი სისტემურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა