საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად IT სფეროში დასაქმებული უცხოელი პირის წლიური ხელფასი $25 000-ზე ნაკლები არ უნდა იყოს
უცხოელ IT სპეციალისტებს, რომელთაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღება სურთ, ახალი რეგულაციის მიხევდით მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ უნდა იყოს.
მთავრობამ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვების წესში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც IT სპეციალისტებს დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაუდგინათ.
საქართველოს მთავრობის №389 დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტ უცხოელზე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვისმოსაპოვებლადუცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდი;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ამ წესის 125 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
სხვა სიახლეები
მობილური ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა
20.01.2026.16:16
Speedtest.net-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ვრცელდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი ექნებათ 2026 წელს.
საქართველო ამ მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა და ბულგარეთისა და დანიის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე წამში 169,82 მეგაბიტია.
2025 წლის დეკემბრის მონაცემების თანახმად, მობილური ინტერნეტის სისწრაფით, საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და შვეიცარია.
Speedtest-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მე-2 ადგილზეა კატარი, მესამეზე კი - ქუვეითი.