IT რეზიდენტობა საქართველოში უფრო მეტ უცხოელ მაღალანაზღაურებად სპეციალისტს მოიზიდავს - ვაკო თურნავა
ჩვენი მოლოდინია, რომ 2-3 წელიწადში ის მაჩვენებლები რაც დღეს გაქვს გაორმაგდეს, - აცხადებს პარლამენტს წევრი ვაკო თურნავა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ხშირად ისეთი კანონპროექტების ავტორია რაც ქვეყანაში ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებას და IT სექტორში საქართველოდან მომუშავე მეტი უცხოური კომპანიის, თუ ფიზიკური პირის ჩართულობას ითვალისწინებს.
როგორც ვაკო თურნავა აცხადებს, უცხოელი IT სპეციალისტებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის განხორციელებული ცვლილებები კიდევ ერთი მაგალითია იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოდან ბევრმა გამოცდილმა IT სპეციალისტმა იმუშაოს და თან იცხოვროს.
„დღეს მსოფლიოში IT სექტორი არის ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი და მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ მათ ემიგრაციას ხელი შეუწყონ თავიანთ ქვეყანაში. ეს სექტორი ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ ონლაინ იმუშაონ და რაღამც ონლაინ მუშაობენ ეს ადამიანები ირჩევენ საუკეთესო ქვეყნებს, სადაც უნდათ რომ თან იცხოვრონ და თან იმუშაონ. ამისათვის კი ყურადღება ექცევა ქვეყნებს, სადაც უსაფრთხო გარემოა, კარგი კლიმატია და სადაც კომფორტულად გრძნობენ თავს. ხშირად მიდიან ბალიზე. თუმცა ჩვენი, მთავრობის და სახელმწიფოს მიზანია, რომ ეს ხალხი ჩვენ დავპატიჟოთ ქვეყანაში, სადაც ისინი შეძლებენ ცხოვრებას და შესაბამისად თანხის აქ დახარჯვას. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავამატოთ IT რეზიდენტობა. ჩვენი მთავრობა და ქვეყანა არის ბევრად მოქნილი და წინ ვიხედებით - გაციფრულება ქვეყნის და ზოგადად ციფრული სამყარო ეს მომავალია. ვიცით, რომ ეს მიშვნელოვანია და ამიტომ ყველა ტექ კომპანია და მათ შორს ტექ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში ვეპატიჟებით. ამისთვის რამდენიმე წლის უკან მთავრობამ შეიმუშავა საერთაშორისო სტატუსი, რამაც საქართველოში 150-მდე უცხოური კომპანიის შემოსვლა განაპირობა, რომლებიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობენ. უკვე საქართველოში ვეპატიჟებით ცალკეულ ფრილანსერებსაც, რომელთაც შეუძლიათ, რომ ინგლისში იმუშაოს კარგ კომპანიაში და ჩვენს ქვეყანაში იცხოვროს და აქედან გაუწიოს მათ მომსახურება. ეს კარგია არა მხოლოდ კონკრეტულად ამ ადამიანისთვის და ეკონომიკისთვის, მას აქვს სხვა ეფექტებიც - ჩვენს ქვეყანაში დაილექება ცოდნა. ასევე პრესტიჟის მიმართულებითაც კარგია, რადგანაც საქართველოდან იმუშავებს ეს ნიშნავს, რომ მათ იციან, რომ პროფესიონალებმა აქედანაც იმუშაონ და შემდეგ ქართველი, რომ დაიწყებს იგივე კომპანიაში მუშაობას და ეტყვის, რომ საქართველოდან გემუშავები, მისთვის ეს უკვე ნაცნობი ქვეყანაა და ადგილია. ასევე ნაცნობ ქვეყანაში ჩარიცხავს თანხას, ხელფასს ვგულისხმობ. ზოგადად ეს ადამიანები საკუთარი შემოსავლის 40-45%-ის იმ ქვეყანაში ხარჯავენ, საიდანაც მუშაობენ.
ჩვენ საქართველოში ყველას არ ვეპატიჟებით, ვეპატიჟებით მათ ვისაც წლიური ხელფასი 25 ათას დოლარზე მეტი აქვთ, რაც ამ სფეროში უკვე თითქმის ბევრს აქვს“, - აცხადებს ვაკო თურნავა.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ ბაზარს მაღალი კვალიფიკაციის კადრები მიაწოდოს - ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
20.02.2026.15:36
„ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, IT ბინადრობის შემოღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების მიწოდებას. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თორნიკე სულაბერიძემ განმარტა, ადგილობრივი ტექნოლოგიური სექტორი ნელ-ნელა ფართოვდება, და რელოკირებული, მაღალი კვალიფიკაციის კადრებთან ერთად მუშაობა ადგილობრივ თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, კვალიფიკაცია აიმაღლონ და ექსპერტიზა შეიძინონ.
„საქართველოს პოტენციალი გააჩნია, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრები მიაწოდოს ბაზარს, თუმცა დღეს არ ვართ მაგ ეტაპზე. ამ მიზნისკენ მივდივართ, ანუ ის შრე ფართოვდება, უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება ტექნოლოგიურ სექტორში, თუმცა იმისათვის, რომ ამ ადამიანების კვალიფიკაცია ამაღლდეს, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, გარდა განათლებისა, არის, რომ მათ გამოცდილ კადრებთან თანამშრომლობა. ის, რომ რელოკაციით გადმოვიდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები და დღეს მუშაობენ ქართველებთან ერთად, ეს შესაძლებლობა არის ადგილობრივი მუშახელისთვის, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და ის, ეგრეთ წოდებული ექსპერტიზა და ცოდნა გადაეცეთ მათ და რაღაც ეტაპზე უკვე ადგილობრივი კადრები ჩამოყალიბდნენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის კადრებად“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეფექტური სტრატეგიის შექმნა სჭირდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ინდუსტრიაც.
„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ დონეზე, სტრატეგიული ხედვის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ ინდუსტრია, საგანმანათლებლო სექტორი და სხვა მხარეები. მათ შორის, როგორც ინტერნეტ-პროვაიდერები და ელექტროენერგიის მიმწოდებლებიც უნდა იყვნენ ჩართულები სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან ეს წარმოადგენს ერთობლიობას და ხედვას, თუ როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ თავისი როლი მომდევნო წლებში“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე,