იაპონურ ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი აერთიანებს ტექნოლოგიურ ექსპერტიზას, მაღალი ხარისხის ინოვაციას და გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმში, რომელიც საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველო–იაპონიის ბიზნეს ასოციაციასთან და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისთან პარტნიორობით გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველო-იაპონიის პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ერთობლივად მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა. მან ხაზი გაუსვა იაპონიასთან თანამშრომლობის გავლენას ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის ზრდაზე.
“საქართველო დღეს ქმნის დინამიკურ ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს სტარტაპებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენი მიზანია საქართველო ჩამოვაყალიბოთ, როგორც რეგიონული ჰაბი ინოვაციებისა და ციფრული ეკონომიკისთვის. იაპონურ ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი აერთიანებს ტექნოლოგიურ ექსპერტიზას, მაღალი ხარისხის ინოვაციას და გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
სიტყვით გამოსვლისას, სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა სააგენტოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ტექნოლოგიური ტალანტების მხარდაჭერის, R&D ეკოსისტემის გაძლიერებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა თუ დაგეგმილ სტრატეგიულ პროექტებზე. ავთანდილ კასრაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეკონომიკის ყველა სექტორში ინოვაციების ინტეგრირების ფუნდამენტურ მნიშვნელობას.
ფორუმზე განხილული იყო იაპონიასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, საქართველოს საინვესტიციო გარემო, განახლებადი ენერგია და „ერთობლივი დაკრედიტირების მექანიზმის“ (JCM) ფარგლებში მწვანე დაფინანსების შესაძლებლობები. ასევე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია იმ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ პროექტებზე, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის პოზიციონირებას აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ შუა დერეფანში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია
14.04.2026.17:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.