მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

Google Street View აპლიკაცია საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ავთანდილ კასრაძე

news image

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატებასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებასსააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, მისი უწყება კომპანია Google - თან წლებია, აქტიურად თანამშრომლობს და ამ ურთიერთობის მნიშვნელოვანი შედეგია, რომ ასეთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მზადყოფნა გამოთქვა საკუთარი დაფინანსებით გააციფრულოს 24 ქალაქი საქართველოს მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ  Street View - აპლიკაცია ხელმოსაწვდომი იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ნებისმიერი ტურისტისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოდის.


 

ეს აპლიკაცია ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, კომპანია Google - თან თანამშრომლობა მხოლოდ ამ პროექტით არ ამოიწურება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ Google - ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი იყოს უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობისთვისაც," - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Web Summit 2025-ზე მასშტაბური სივრცითა და StartUP in Georgia-ს ინიციატივით წარდგა

14.11.2025.15:30

საქართველო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Web Summit 2025-ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “აწარმოე საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში, მასშტაბური სივრცითა და “StartUP in Georgia”- ს ინიციატივით იყო წარმოდგენილი, რომლის მიზანია ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე, როგორც რეგიონული ჰაბის — სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყნის.

აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით. ასევე სამიტზე წარსდგნენ ქართული სტარტაპები:

Klics – პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან ინტერაქტიული და მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული გამოცდილებები.

BetterStep – ციფრული პლატფორმა დამოკიდებულების აღდგენის მხარდასაჭერად. მოწყობილობაზე დაფუძნებული სერვისი უზრუნველყოფს უწყვეტ, 24/7 მხარდაჭერას.

VS1 – DeFi ჰაბი, რომელიც ფუნქციონირებს XRP Ledger-ზე და აერთიანებს ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დეცენტრალიზებული ფინანსების ხელშესაწყობად.

Backoffice – ქართულ ბაზარზე შექმნილი ციფრული სამუშაო სივრცე, რომელიც ეხმარება კომპანიებს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და სრულ გაციფრულებაში.

Herio – პლიკაცია, რომელიც დროებითი და მოკლევადიანი სამუშაოების მაძიებელ ახალგაზრდებს აკავშირებს სტუმართმასპინძლობასა და ტექ. სფეროებში არსებულ ბიზნესებს.

Tasteit – საკვებზე ორიენტირებული სოციალური ქსელი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს საერთო კულინარიული ინტერესების გარშემო.

Web Summit ყოველწლიურად აერთიანებს 70,000-ზე მეტ მონაწილეს, ასობით სტარტაპს, ინვესტორსა და საერთაშორისო კომპანიას 160-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოსთვის, წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალური მასშტაბით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა