Google Street View აპლიკაცია საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ავთანდილ კასრაძე
Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, მისი უწყება კომპანია Google - თან წლებია, აქტიურად თანამშრომლობს და ამ ურთიერთობის მნიშვნელოვანი შედეგია, რომ ასეთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მზადყოფნა გამოთქვა საკუთარი დაფინანსებით გააციფრულოს 24 ქალაქი საქართველოს მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ Street View - აპლიკაცია ხელმოსაწვდომი იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ნებისმიერი ტურისტისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოდის.
„ეს აპლიკაცია ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, კომპანია Google - თან თანამშრომლობა მხოლოდ ამ პროექტით არ ამოიწურება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ Google - ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი იყოს უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობისთვისაც," - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.