მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

GITA სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ქართველი ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს. აგვისტოს თვეში, GITA სამი სხვადასხვა მიმართულების ბანაკს განახორციელებს.

• 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G

• 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl

• 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია 1-4 კურსის სტუდენტებისთვის მთელი საქართველოდან. აღნიშნული ბანაკი განკუთვნილია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები; ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO

ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ბაბუინის ძვლებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე - DataArt მონაცემთა ინჟინერიის მრავალათასწლიან ისტორიას აცოცხლებს

16.03.2026.09:00

ტექნოლოგიური კომპანია DataArt-ის IT მუზეუმი ახალ მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც კაცობრიობის მიერ მონაცემთა დამუშავების ევოლუციას ეძღვნება. ონლაინ პლატფორმაზე retrospect.dataart.com განთავსებული რეტროსპექტივა დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ მოგზაურობას ისტორიის სიღრმეებში, სადაც მონაცემთა ინჟინერიის საწყისები უძველეს ეპოქაშია საძიებელი. პროექტი ნათლად აჩვენებს, რომ ინფორმაციის მართვა და სისტემატიზაცია არა თანამედროვეობის მონაპოვარი, არამედ ათასწლეულების წინ დაწყებული პროცესია, რომელმაც კაცობრიობა დღევანდელ ციფრულ ეპოქამდე მოიყვანა.

ექსპოზიცია მრავალფეროვან წყაროებსა და ვიზუალურ მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომლებიც ასახავს ინფორმაციის აღრიცხვის გზას პირველივე ნიშნებიდან უახლეს ტექნოლოგიებამდე. კატალოგში წარმოდგენილია უძველესი სააღრიცხვო სისტემები, მათ შორის ლუდის მარაგების მართვის პირველი ცხრილები, იმპერიების მშენებლობისთვის საჭირო გადასახადის გადამხდელთა სიები და ვიკინგების სატვირთო ჩანაწერები. ეს ისტორიული ჯაჭვი ლოგიკურად გრძელდება პერფობარათების, Excel-ის ფორმებისა და თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის აგენტების განხილვით, რაც ადასტურებს, რომ მონაცემთა დამუშავების ხელოვნება მუდმივად იყო პროგრესისა და კულტურული განვითარების მამოძრავებელი ძალა.

პროექტის სტრუქტურა სამ ძირითად მიმართულებაზეა დაფუძნებული, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, ინფორმაციას სხვადასხვა რაკურსით გაეცნოს. პირველი ნაწილი მონაცემთა მანიპულირებისა და შენახვის მეთოდებს იკვლევს, მეორე - ინფორმაციის ვიზუალური რეპრეზენტაციის ფორმებს, როგორიცაა სიმბოლოები და დიაგრამები, ხოლო მესამე მიმართულება იმ ხელსაწყოებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ადამიანსა და მონაცემებს შორის შუამავლის როლს ასრულებდნენ. DataArt-ის IT მუზეუმის ეს ინიციატივა კომპანიის ფუნდამენტურ ღირებულებას - „ადამიანი უპირველეს ყოვლისა“ - ეხმიანება და მიზნად ისახავს იმ პიონერი ინჟინრების ღვაწლის დაფასებას, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროს.

DataArt Georgia წარმოადგენს ICT Association of Georgia-ს წევრ კომპანიას.

ICT Association of Georgia წარმოადგენს დარგობრივ გაერთიანებას, რომლის უმთავრესი მისია ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის გაძლიერება და მისი ეროვნული ეკომონიკის საყრდენად ქცევაა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ინოვაციები და ტექნოლოგიური პროგრესი ქვეყნის მდგრადი განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა. სტრატეგიული პარტნიორობებისა და მიზანმიმართული ქმედებების საშუალებით, ასოციაცია ხელს უწყობს ICT სექტორს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებაში, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალ კეთილდღეობაზე.

ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარება. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ინოვაციური ეკოსისტემის სრულყოფაზე, რაც გულისხმობს როგორც ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების მხარდაჭერას, ისე მათი ინტერესების დაცვას სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია ემსახურება მედიატორის როლს ბიზნესსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, რათა შეიქმნას ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა და საინვესტიციო გარემო ტექნოლოგიური წინსვლისთვის.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა