GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის დელეგაციას ტექნოპარკში უმასპინძლა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ციფრული სააგენტოს პარლამენტის ვიცე-მინისტრი ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში კავასაკი ჰიდეკო, იაპონიის პარლამენტის წევრი კარენ მაკიაშიმა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები.
ვიზიტი მიზნად ისახავს ციფრული ტრანსფორმაციის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
შეხვედრისას სტუმრებმა თბილისის ტექნოპარკი დაათვალიერეს. ავთანდილ კასრაძემ დელეგაციის წევრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამები გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.
სხვა სიახლეები
GITA - ს თავმჯდომარემ ბოტსვანას დელეგაციას უმასპინძლა
14.01.2026.13:09
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს, ნდაბა ნკოსინატი გაოლატეს და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს ტექნოპარკში უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით. ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამები გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სტარტაპების მხარდაჭერის მექანიზმები, რეგიონული ტექნოპარკების ქსელის მართვა და ადამიანური კაპიტალის განვითარება IT სექტორში.
ვიზიტის დასასრულს ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას.