GITA - ს სტარტაპი Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც Google-ის სტარტაპ აქსელერატორში მოხვდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპი Biliki AI პირველი ქართულისტარტაპია, რომელიც მოხვდა Google-ის სტარტაპ აქსელერატორში Google for Startups Accelerator: AI First.
აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 317 აპლიკანტიდან 15 სტარტაპი შეირჩა. მონაწილესტარტაპები 10 კვირის განმავლობაში ინტენსიურ ტრენინგებსა და მენტორშიპ სესიებს გაივლიან. აქსელერატორი მნიშვნელოვანი ბენეფიტებით გამოირჩევა:
Google for Startup მსოფლიოს ტოპ 5 აქსელერატორში შედის და მის პორტფელში 20 უნიქორნია.
“გვსურს, Google-თვის წარმატებული პრეცედენტი გავხდეთ, რათა სხვა ქართულისტარტაპებისთვის გაიხსნას გზა და ჩვენი ქვეყნის მეტი სტარტაპი გახდეს აქსელერატორისმონაწილე”. - აცხადებს ბილიკის თანადამფუძნებელი.
Biliki AI არის პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია წამებში შექმნას ეკო-მეგობრულისამოგზაურო გეგმა და მიიღოს ინფორმაცია ყოველი დღის აქტივობების, სასტუმროებისა დატრანსპორტირების შესახებ.
სხვა სიახლეები
რეგიონებში ინოვაციების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ადგილობრივი იდეები ქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალ საფუძველს - ავთანდილ კასრაძე
28.03.2026.19:15
“რეგიონებში ინოვაციების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ადგილობრივი იდეები ქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალ საფუძველს.” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ბათუმის ტექნოპარკში გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში აჭარის რეგიონში 6 გამარჯვებული გამოვლინდა - ჯუნიორსტატსი, Veasy, ალტერნატიული და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის – წყალბადის გენერირების ინოვაციური მოდელი, მომავლის ჭადრაკი, უფროსი დაიკო, სინთეზატორი.
როგორც ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, აჭარაში გამოვლენილი გამარჯვებული პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ ინოვაციური პოტენციალი მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება.
“მსგავსი პროგრამებით ჩვენ ვაძლიერებთ რეგიონულ ეკოსისტემებს, ვუწყობთ ხელს ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას და მათ კომერციალიზაციას, რაც საბოლოოდ ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.” - აღნიშნა GITA -ს თავმჯდომარემ.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ. აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 39 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.