მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები ქვემო ქართლის რეგიონში ცნობილია

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტები:

CTech - სტარტაპი მიზნად ისახავს კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ანალიზის პროცესის ავტომატიზაციას AI-ის გამოყენებით, რაც შეამცირებს 99%-ით CT-ის ანალიზის დროსა და შეცდომების რისკს ანალიზის პროცესში.
Legart - სტარტაპის მიზანია AI-ის გამოყენებით ლეგალური დოკუმენტების შექმნის პროცესის სრულ ავტომატიზაცია, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. Legart ამცირებს ხელშეკრულების მომზადების დროს 90%-ით და მნიშვნელოვნად ამცირებს სამართლებრივი შეცდომების რისკს.
VerifAI - ს მიზანია სადაზღვევო კომპანიებისთვის გაამარტივოს განაცხადების, პოლისებისა და მოთხოვნების დამუშავება AI სადაზღვევო ასისტენტის მეშვეობით, რომელიც ავტომატურად აანალიზებს განაცხადებს, ამოწმებს დოკუმენტებს, აფასებს რისკებს, ადგენს რეგულაციებთან შესაბამისობას, ამცირებს თაღლითობის რისკს და უზრუნველყოფს მონიტორინგის სრულ პროცესს.
სტომატოლოგიური მასალების მარკეტფლეისი - სტომატოლოგიური მასალების სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სტომატოლოგიურ კლინიკებსა და მაღაზიებს. პლატფორმის საშუალებით გამარტივებული იქნება, ერთის მხრივ, მარაგების კონტროლი, ხოლო, მეორეს მხრივ, გადახდებისა და მიწოდების პროცესი. 

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს აღნიშნული პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოს 9 რეგიონში და გამოვლინდა 31 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 5 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში. 

 

 

 

 

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image GITA - ს თავმჯდომარემ ბოტსვანას დელეგაციას უმასპინძლა

14.01.2026.13:09

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს, ნდაბა ნკოსინატი გაოლატეს და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს ტექნოპარკში უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით. ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამები გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სტარტაპების მხარდაჭერის მექანიზმები, რეგიონული ტექნოპარკების ქსელის მართვა და ადამიანური კაპიტალის განვითარება IT სექტორში.

ვიზიტის დასასრულს ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა