GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ცნობილია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტები:
• VocAl - სტარტაპის მიზანია, კომპანიებს დაეხმაროს, მომხმარებელთა სატელეფონო კომუნიკაციისა და CX მონაცემების AI-ზე დაფუძნებული ანალიზის გზით, კმაყოფილების დონის ზუსტად შეფასებაში და ხარისხის კონტროლის პროცესის გაუმჯობესებაში. ეს კი შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს 5-ჯერ სწრაფად, 40%-ით ნაკლები ფინანსური და 50%-ით ნაკლები ადამიანური რესურსის დანახარჯით ეფექტურად შეაფასონ კმაყოფილების დონე და გააუმჯობესონ ხარისხის კონტროლი.
• WEPRESENT.AI - თანამედროვე streetwear ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ლიმიტირებულ კოლექციებს. სტარტაპის მიზანია შეიქმნას პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიასა და მოდას დააკავშირებს.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს აღნიშნული პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოს 6 რეგიონში და გამოვლინდა 23 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
სხვა სიახლეები
GITA -ს 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის მეოთხე ნაკადზე მიღება დაიწყო
09.03.2026.13:22
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განაგრძობს „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამას” და აცხადებს მიღებას მეოთხე ნაკადზე. ახალი ეტაპის ფარგლებში, პროგრამით დამატებით ისარგებლებს 1000 დაინტერესებული პირი, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ თანამედროვე ციფრულ უნარებს და დაიწყონ კარიერა ტექნოლოგიების სფეროში.
პროგრამა წარმოადგენს Do IT in Georgia ინიციატივის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს IT სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებასა და მათთვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობას. ინიციატივა აერთიანებს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამა“, Code-IT, ან ITა.
მეოთხე ნაკადის ფარგლებში გაფართოვდა სასწავლო მოდულების სია და დაემატა AI მიმართულება, რომელიც მოიცავს კურსებს: AI Engineering & Data Creative AI და Prompting, ასევე მართვის მიმართულებას დაემატა IT ბიზნეს ანალიზის კურსი.
ინტეგრირებული ონლაინ პლატფორმა edu.doit.gov.ge შექმნილია იმისთვის, რომ მოქალაქეებს მარტივად მიუწვდებოდეთ ხელი სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ მხარდაჭერილ IT კურსებზე. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს ინფორმაციას ხელმისაწვდომ ტრენინგებზე და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კარიერული გზის დაგეგმვას ციფრულ სექტორში.
რეგისტრაცია 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ვებგვერდზე https://edu.doit.gov.ge/ მომხმარებლის რეგისტრაცია, საბაზისო უნარების კატეგორიიდან კურსების არჩევა და შესარჩევი ეტაპის - გამოცდის გავლა, რომლის შესახებ მომხმარებლები პლატფორმაზე მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას.