GITA - ს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში ჰაკათონი Energo Hack 2025 გაიმართა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში ჰაკათონის Energo Hack 2025-ის დემო დღე გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ენერგეტიკის სექტორში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ იდეის და პროტოტიპის ავტორებს GITA - ს 10 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. EcoMetrics-ი თამაშის სტილის აპლიკაციაა, რომელიცმომხმარებლებს სხვადასხვა რჩევებით, გამოწვევებითა და თამაშებით ასწავლისელექტროენერგიის, გაზის და წყლის ეფექტურ გამოყენებას, რაც საშუალოდ 10-20% - მდე ამცირებსმათ მოხმარებას.
ჰაკათონის მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში პრობლემების/გამოწვევების გამოვლენა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. ჰაკათონის 60-მდე მონაწილე მთელი საქართველოდან, 38 საათის განმავლობაში, კასპის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებზე, დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 23 პროექტი კომპეტენტური კომისიის წინაშე წარადგინეს.
ჰაკათონი ასევე მიზნად ისახავდა პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციებისდაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალისაქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებდაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; რეგიონებშიმცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპეკოსისტემაში.
Energo Hack 2025- ში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის დარგის მწარმოებელმა კომპანიებმა, ენერგეტიკის დარგით დაინტერესებულმა მეწარმეებმა, სტარტაპებმა და სტუდენტებმა, პროტოტიპირებით, ინჟინერიით (განსაკუთრებით ენერგო/ელექტრო), პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებულმა ინოვატორებმა.
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ მისი რჩეული პროექტის ავტორ გუნდს სტაჟირება შესთავაზა. ჰაკათონის გენერალურმა პარტნიორმა - სემეკის მიერ დაფუძნებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კი თავის რჩეულ გუნდს გადასცა 5 000 ლარის ოდენობის გრანტი. ასევე ჰაკათონის მონაწილეებს პროექტის სხვა პარტნიორებისგან გადაეცათ პრიზები.
პროექტი დაფინანსენულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.
ჰაკათონის მხარდამჭერი - სემეკი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია);
ჰაკათონის გენერალური პარტნიორი - სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი;
ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციები - სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემები), GRPC (საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია), ლურჯი ოკეანე, სოკარი.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ ბაზარს მაღალი კვალიფიკაციის კადრები მიაწოდოს - ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
20.02.2026.15:36
„ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, IT ბინადრობის შემოღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების მიწოდებას. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თორნიკე სულაბერიძემ განმარტა, ადგილობრივი ტექნოლოგიური სექტორი ნელ-ნელა ფართოვდება, და რელოკირებული, მაღალი კვალიფიკაციის კადრებთან ერთად მუშაობა ადგილობრივ თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, კვალიფიკაცია აიმაღლონ და ექსპერტიზა შეიძინონ.
„საქართველოს პოტენციალი გააჩნია, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრები მიაწოდოს ბაზარს, თუმცა დღეს არ ვართ მაგ ეტაპზე. ამ მიზნისკენ მივდივართ, ანუ ის შრე ფართოვდება, უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება ტექნოლოგიურ სექტორში, თუმცა იმისათვის, რომ ამ ადამიანების კვალიფიკაცია ამაღლდეს, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, გარდა განათლებისა, არის, რომ მათ გამოცდილ კადრებთან თანამშრომლობა. ის, რომ რელოკაციით გადმოვიდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები და დღეს მუშაობენ ქართველებთან ერთად, ეს შესაძლებლობა არის ადგილობრივი მუშახელისთვის, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და ის, ეგრეთ წოდებული ექსპერტიზა და ცოდნა გადაეცეთ მათ და რაღაც ეტაპზე უკვე ადგილობრივი კადრები ჩამოყალიბდნენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის კადრებად“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეფექტური სტრატეგიის შექმნა სჭირდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ინდუსტრიაც.
„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ დონეზე, სტრატეგიული ხედვის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ ინდუსტრია, საგანმანათლებლო სექტორი და სხვა მხარეები. მათ შორის, როგორც ინტერნეტ-პროვაიდერები და ელექტროენერგიის მიმწოდებლებიც უნდა იყვნენ ჩართულები სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან ეს წარმოადგენს ერთობლიობას და ხედვას, თუ როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ თავისი როლი მომდევნო წლებში“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე,