GITA - ს ორგანიზებით, კახეთში სტუდენტებისათვის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თელავის, ახმეტის, გურჯაანის ტექნოპარკების ორგანიზებით და ასევე, კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერიის (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი) მხარდაჭერით, 9-13 სექტემბერს „კახეთის ტექნოლოგიური ბანაკი სტუდენტებისთვის“ გაიმართება.
ბანაკის მიზანია კახეთის რეგიონის წამყვან ეკონომიკურ დარგებში, სოფლის მეურნეობასა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში ინოვაციური გადაწყვეტებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, რეგიონის მასშტაბით წარმატებული სტუდენტების სტარტაპსაქმიანობით დაინტერესება, სტუდენტებს შორის მყარი სამომავლო კავშირების გაჩენა და მათთვისGITA-ს არსებული პროგრამების, მათ შორის კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ბენეფიტებისა დადაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.
ბანაკში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის წესით შერჩეული 50 სტუდენტი, კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან.
პროექტის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები, ვორქშოპები, გუნდური სამუშაოები. კონკრეტულად კი, გაეცნობიან ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და კახეთის წამყვანი დარგების ტექნოლოგიური/ინოვაციური განვითარების პოტენციალს. მონაწილეები მოისმენენ რეალური სტარტაპების წარმატების გზას, რის შემდგომაც მენტორებთან ერთად იმუშავებენ სტარტაპის შექმნისა და განვითარების რეალურ გზებზე. ბანაკის ფარგლებში მონაწილეები დაიყოფიან 2 თემატურ ჯგუფად: 1. აგრო ტექნოლოგიები 2. სტუმარმასპინძლობის სექტორი და ტექნოლოგიები.
ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ახალი ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, საკუთარ სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციური და ტექნოლოგიური ელემენტების დანერგვას.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/lvD4gD
პროექტის განმახორციელებელია შპს „ქლევერტონი“.
სხვა სიახლეები
ურთიერთგაგების მემორანდუმი GITA - სა და რუმინეთის კვლევებისა და ინფორმატიკის განვითარების ინსტიტუტს შორის
12.12.2025.12:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და რუმინეთის კვლევებისა და ინფორმატიკის განვითარების ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ასევე კვლევისა და განვითარების კომერციალიზაციას; ორი ქვეყნის აკადემიურ დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრობის ხელშეწყობას; ერთობლივი პროექტების განვითარებას, ვებინარების ორგანიზებასა და ქართული და რუმინული სტარტაპების ბიზნეს ინკუბატორისა და აქსელერატორის პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერას.
შეთანხმების თანახმად, მხარეები ასევე უზრუნველყოფენ სასწავლო ვიზიტებისა და სასწავლო ტურების ორგანიზებას საერთაშორისო და ეროვნული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის, ანალიზისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი თბილისის ტექნოპარკში გაფორმდა. GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამებიც გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.