GITA - ს მხარდაჭერით, წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit ბრუნდება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 2024 წლის 3-4 დეკემბერს რუსთაველის თეატრი წლის შემაჯამებელ ტექნოლოგიურ სამიტს - TOUCH24 უმასპინძლებს.
ორდღიანი კონფერენცია მრავალფეროვან პროგრამას გვპირდება - 60-ზე მეტი სპიკერი, 1000-ზე მეტიდელეგატი 10-ზე მეტი ქვეყნიდან, სხვადასხვა ტიპის სესიები, პანელური დისკუსიები, სტარტაპ ექსპო, წინასწარ შერჩეული სტარტაპებისთვის Pitch Competition, ნეთვორქინგ სესია, პარალელური ივენთებიდა დამაგვირგვინებელი After Party.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა SWITCHING MINDSETS, რაც მთავარი გასაღებია სწრაფი დადიდი მიღწევების გზაზე.
რუსთაველის თეატრის ორი სცენა უმასპინძლებს 20-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს, მათ შორისGoogle-ის UX დირექტორს, Oculus VR-ის დამფუძნებელს, Spotify, Typeform-ის ყოფილ დიზაინდირექტორს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი AI Voice ქლონინგის უკრაინული კომპანიის Respeecher-ის დამფუძნებელს, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალ ჰაკერს, TED-ის მრავალგზისსპიკერს, Meta-ს ბიზნეს სტრატეგისტსა და ფუტურისტს, Media.Monks-ის ტექ. კრეატიულ დირექტორსდა ბევრ სხვა პროფესიონალს.
https://touch.ge/touch24/speakers
წლევანდელი სამიტის მიზანია, კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეულისპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტადშეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას.
სტარტაპებისთვის წელსაც განსაკუთრებული პროგრამა იქნება შემუშავებული, რაც მოიცავს STARTUP PITCH COMPETITION-ს, სტარტაპ ექსპოს, სტარტაპ სცენას, პარალელურ ივენთებს და სპეციალურნეთვორქინგ სესიებს მოწვეულ ინვესტორებთან (საერთაშორისო VC ფონდები და სხვა). სამიტის ფარგლებში Სტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 40-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა ადგილზე გააცნონ დამსწრე დელეგატებს თავიანთიპროდუქტი.
ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels)ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და EMEA რეგიონებიდან. 100-მდე მეტისტარტაპი - მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სტარტაპეკოსისტემის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზეიქნება შესაძლებელი: https://touch.ge/touch24/get-pass
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.10:21
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).
ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.
მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.