GITA-მ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, GITEX Global 2025-ზე ქართული ინოვაციების ეკოსისტემა წარადგინა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მონაწილეობა მიიღო დუბაიში GITEX Global 2025 - ში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებაა მსოფლიოში და ყოველწლიურად 200 000-მდე დამსწრეს, 6500 კომპანიასა და 180-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ღონისძიებაზე საქართველო “StartUP in Georgia”- ს ინიციატივით იყო წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე, როგორც სტარტაპების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ადგილი.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ღონისძიების მთავარ სცენაზე ინტერვიუს ფორმატში ისაუბრა საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროგრამების შესახებ.
GITA- ს თავმჯდომარეს უმასპინძლა აბუ დაბის სამთავრობო ციფრული პლატფორმის Abu Dhabi TAMM - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰამად ალ ჰამადმა, რომელმაც ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ემირატების სახელმწიფო სერვისების ინოვაციების შესახებ, მხარეებმა ასევე განიხილეს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ამ მიმართულებით თანამშრომლობასა და პარტნიორობას მოიაზრებს. Abu Dhabi TAMM - ის პლატფორმა უზრუნველყოფს საჯარო სერვისებს ერთიან სივრცეში და ეხმარება მოქალაქეებს, ვიზიტორებსა და ბიზნესებს, მარტივად და სწრაფად მიიღონ სხვადასხვა ტიპის მომსახურებები.
ავთანდილ კასრაძე ასევე შეხვდა Dubai World Trade Center-ის ვიცე პრეზიდენტს კომერციული მიმართულებით აიმან ჰასანს. საუბარი შეეხო საქართველოსა და GITEX-ის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და პარტნიორობის განხილვას.
აღსანიშნავია ისიც, რომ GITEX Global 2025- ის პარალელურ ღონისძიებაზე Expand North Star - ზე წარმოდგენილი იყო ორი ქართული სტარტაპი:
GITEX Global 2025 უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს ინვესტიციები და დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები საერთაშორისო მასშტაბით. ამასთან, ღონისძიება წარმოაჩენს უახლეს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს, სტარტაპებს, ინვესტორებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს, რაც მას უნიკალურ პლატფორმად აქცევს ინოვაციებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისთვის.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
17.04.2026.15:31
ყაზახეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ შეხვედრა გამართა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს AI მიმართულებით ყაზახეთის გამოცდილება და საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონულ ფორმატში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ ეროვნული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია NITEC-ისა და ტექნოლოგიური კომპანიების გაერთიანება Qaztech-ის წარმომადგენლებს. ამასთან, სამუშაო შეხვედრა შედგა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროშიც.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ ასტანა ჰაბს, გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურას, მიმდინარე პროექტებს და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რომელიც კონკრეტული პროექტების ირგვლივ თანამშრომლობასა და საერთო ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) წარმომადგენლებთან და მასთან არსებული ტექ-ჰაბის ხელმძღვანელთან.