მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

GITA BNB Chain - თან და Symbios- თან თანამშრომლობით ეროვნულ ჰაკათონს უმასპინძლებს

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო BNB Chain - თან და Symbios- თან თანამშრომლობით ეროვნულ ჰაკათონს უმასპინძლებს, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს დეველოპერებს, ითანამშრომლონ და შექმნან ინოვაციური დეცენტრალიზირებული აპლიკაციები.

Web3 Hackathon 2023 წლის 17 მარტს ბათუმსა და თბილისი ერთდორულად დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბათუმის ჰაკათონის თანაორგანიზატორია საქართველოს ფინტექ ასოციაცია.

ღონისძიება მიზნად ისახავს ათასობით დეველოპერის მოზიდვას, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს კონტაქტი დაამყარონ BNB Chain-ის დეველოპერთა საზოგადოებასთან და გამოსცადონ მათი Web3 უნარები პრაქტიკულ გარემოში.

ღონისძიება დასრულდება  19 მარტს გამარჯვებულის გამოცხადებით და „ნეთვორქინგით“, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ კავშირი დაამყარონ ინდუსტრიის ექსპერტებთან, პოტენციურ პარტნიორებთან, რათა თავიანთი პროექტები კიდევ უფრო განავითარონ.

დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული, ისინი წარადგენენ საბოლოო გადაწყვეტებს ჟიურის წინაშე. გამარჯვებულები მიიღებენ პრიზს $2,500-ს პირველი ადგილისთვის, $1,500 მეორე ადგილისთვის და $1,000 მესამე ადგილისთვის, ასევე BNB Chain swag-ს და უწყვეტ წვდომას BNB Chain-ის დეველოპერულ პროგრამებზე.

ჰაკათონის ფარგლებში წამყვანი დეველოპერები გამართავენ ვორქშოფებსა და სემინარებს, სადაც განხილული იქნება WEB3-სა და BNB Chain-ში მუშაობის საფუძვლები, ჰაკათონის თემები და გამარჯვების კრიტერიუმები.

2022 წელს, BNB Chain-ის დეცნტრალიზირებულმა აპლიკაციებმა მიიპყრო ყოველდღიური მილიონზე მეტი უნიკალური WEB 3 საფულის ყურადღება, ბაზრის ვარდნის მიუხედავად. ქსელმა ასევე გადააჭარბა Ethereum-ს 230 მილიონზე მეტი უნიკალური მისამართებით, გახდა უფრო დეცენტრალიზებული და ღია წყარო, ვიდრე ოდესმე, ამავდროულად გაუმჯობესდა მასშტაბურობა და შემცირდა web3 პროექტების ხარჯები.

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3lb1v1T .

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image თიბისის მხარდამჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა

06.05.2025.10:21

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

 

ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.

 

მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც  მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

 

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 

 

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.  

 

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა