ღია ბანკინგის დანერგვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის - ვაკო თურნავა
ღია ბანკინგი Open Banking- ევროკავშირში შემოღებულ იქნა გადახდის მომსახურებების გადახალისებული დირექტივის (PSD2) მეშვეობით. აღნიშნულის შესახებ დეპუტატი ვაკო თურნავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ის ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა, რაც მის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დასმულ კითხვას მოყვა, რომელიც ღია ბანკინგს და მის ეკონომიკურ ეფექტს შეეხებოდა.
„ეს დირექტივა ევროპარლამენტმა მიიღო 2015 წლის ოქტომბერში და მისი მიზანი იყო ინოვაციური ონლაინ და მობილური გადახდების განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა, ბანკებისთვის ლიცენზირებული მესამე მხარეებისთვის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის დაშვებით ანუ მომხმარებლის თანხმობით.
ეს დირექტივა ძალაში შევიდა 2018 წლის 13 იანვარს და სრულად ამოქმედდა 2019 წლის 14 სექტემბერს.
P.S. ცნობისთვის, ღია ბანკინგის დანერგვა, ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - წერს დეპუტატი.
უფრო დეტალურად დეპუტატის კითხვის შესახებ იხილეთ აქ:
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.