გვაქვს პირველი დღე, როცა მეგობარი რობოტი გვესტუმრება - იუსტიციის სახლის თავმჯდომარე
საქართველოს იუსტიციის სახლიში სერვისების გაცემის პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. უწყება თვითმომსახურების სივრცის განვითარებას იწყებს, სადაც მოქალაქეები განაცხადების გაკეთებას თანამშრომლის ჩართულობის გარეშე შეძლებენ. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა, პროექტი უკვე სატესტო რეჟიმში გადადის და პროცესში აქტიურად იქნება გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი და სპეციალური რობოტები.
„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და უკვე სატესტო რეჟიმში გადავდივართ - გვინდა, რომ სერვისების გაცემის ნაწილში განვავითაროთ თვითმომსახურების სივრცე, სადაც მოქალაქეს ჩვენი თანამშრომლის გარეშე ექნება შესაძლებლობა გააკეთოს განაცხადი ამა თუ იმ სერვისთან მიმართებაში. და ამაში აქტიურად გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს და გამოვიყენებთ რობოტებს. დღეს გვაქვს პირველი დღე, როცა ჩვენ ახალ მეგობარი რობოტი გვესტუმრება და ვიწყებთ გატესტვის პროცესს. ეს იქნება მნიშვნელოვანი პროცესი იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე თითქმის ყველა მიმართულებით გამოიყენება, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ვაპირებთ ჩატის ნაწილში და უმეტესობა წერილობით კითხვებს ხელოვნური ინტელექტი უპასუხებს“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია
14.04.2026.17:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.