გადავედით განვითარების იმ ეტაპზე, როცა ქართული სტარტაპები გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ძალაა - ავთანდილ კასრაძე
გადავედით განვითარების იმ ეტაპზე, როცა ქართული სტარტაპები გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ძალაა, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა (GITA) ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინოვაციური სტარტაპები უფრო და უფრო ცნობადები ხდებიან რეგიონული, თუ გლობალური მასშტაბით.
„ინოვაციურ სტარტაპებთან მიმართებაში მოგეხსენებათ წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი და მსხვილი ინვესტიციები განახორციელა, როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე პირდაპირი ინვესტიციებით თითოეულ სტარტაპთან მიმართებაში. ახლა ჩვენ უკვე გადავედით განვითარების იმ ეტაპზე, რომ ქართული სტარტაპები ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ძალა არის გლობალური მასშტაბით.
ზოგი ამ რეგიონის მასშტაბით, ზოგიც უფრო გლობალური მასშტაბით, მაგრამ სწორედ ესე ვითარდება ყველა ეკოსისტემა და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ პროცესი, კიდევ უფრო მეტი ადამიანური კაპიტალი მივიზიდოთ ინოვაციური სტარტაპების მიმართულებით, უპრეცედენტო საგადასახადო რეფორმა. რეფორმა ზოგადად უფრო მეტია, ვიდრე საგადასახადო მიმართულება“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.06.2025.17:00
მალე, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ცენტრი გაიხსნება. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა (GITA) ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, ცენტრი NVIDIA უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
„NVIDIA უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტის ცენტრი ქართული მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობის არის“, - აღნიშნა კასრაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე NVIDIA-სთან ტექნოლოგიების შეძენის პროცესი მიმდინარეობს.
„საქართველო ამ მიმართულებითაც არის მიზიდულობის ცენტრი ინვესტორებისთვის, რომ ეს არის სანდო ქვეყანა, რომ აქ პროცესები სწორად ვითარდება და შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ექნება ამ ყველაფერს და ერთობლიობაში ყველაფერი კეთდება საქართველოს მოსახლეობისთვის. მათ უნდა გამოიყენონ ეს ყველა რესურსი და მათ უნდა შექმნან საბოლოოდ ის ინოვაციური ბიზნესები, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარეს“, - აღნიშნა კასრაძემ.