მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით - ლევან დავითაშვილი

news image

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ბოლო წლებში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო  ეკონომიკური ზრდა - ოთხი წლის განმავლობაში საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 9.5%-ზე მაღალი იყო. თუმცა, ამის უზრუნველსაყოფად და შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიურად ფინანსური სერვისების განვითარება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თემისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, როდესაც საუბარი შეეხება ქვეყნის განვითარებას და ინკლუზიურობას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია  ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რისი უმნიშვნელოვანესი გზაც თანამედროვე სამყაროში  სწორედ ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებაა. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ამ კუთხით საქართველო საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, რომლის საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში.

მაგალითად, „გლობალ ფაინენს"-ის მიხედვით, „საქართველოს ბანკი" 2024 წელს აღიარებულ იქნა საუკეთესო ციფრულ ბანკად, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ბანკები არამხოლოდ ტრადიციულ სერვისებს, არამედ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ფინანსურ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებელს. თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო ბაზარი მხოლოდ საბანკო სერვისებით არ იყოს წარმოდგენილი და მაქსიმალურად ფართო შესაძლებლობები არსებობდეს სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტის გამოყენების კუთხით. ამიტომ სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად მჭიდროდ მუშაობს კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის დანერგვაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენცია, რომლის მიზანი ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ორგანიზებული. ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები

როგორც ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში სწორედ ცოდნაზე დამოკიდებულ და ცოდნასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ მიმართულებებს აქვს პერსპექტივა და შესაბამისად, ამ მიმართულებებში უნდა გახორციელდეს სტრატეგიული ინვესტიციები, რათა მომავალში ქვეყანას  კონკურენტუნარიანი ეკონომიკა ჰქონდეს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მთლიანად ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს მხარდაჭერა.

ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს საკმაოდ აქტიური პოლიტიკასაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. ბოლო წლებში ჩვენ დაახლოებით 45 მლნ ლარამდე დავხარჯეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდასაჭერად, შედეგად, ეკონომიკური ეფექტი დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს აღემატება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინტექების მიმართულება და წახალისება, რასაც ასევე ხელს უწყობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - 17 სტარტაპში  4 მლნ ლარამდე გვაქვს ინვესტირებული და მათ დაახლეობით 55 მლნ ლარზე მეტი მოიზიდეს. იმედი მაქვს, რომ ეს სტარტაპები მომავალში ძალიან წარმატებული იქნებიან, გაიზრდებიან და შეძლებენ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციითცვლილებები შედის ინოვაციების შესახებ კანონში, რაც ითვალისწინებს უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებს 10 წლის ვადით ინოვაციური სტარტაპებისთვის, მათ შორის ნულოვან საგადასახადო ტვირთს პირველი სამი წლის განმავლობაში. ასევე მიმდინარე წლიდან დაიწყება სტარტაპ აქსელერაციის ახალი საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად  მინიმუმ 160 სტარტაპს მოიცავს და უზრუნველყოფს თითოეული მათგანისთვის  200,000 ლარამდე დაფინანსების ხელმისაწვდომობას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image DataArt მონაცემთა ინჟინერიის მრავალათასწლიან ისტორიას აცოცხლებს

16.03.2026.09:00

ტექნოლოგიური კომპანია DataArt-ის IT მუზეუმი ახალ მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც კაცობრიობის მიერ მონაცემთა დამუშავების ევოლუციას ეძღვნება. ონლაინ პლატფორმაზე retrospect.dataart.com განთავსებული რეტროსპექტივა დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ მოგზაურობას ისტორიის სიღრმეებში, სადაც მონაცემთა ინჟინერიის საწყისები უძველეს ეპოქაშია საძიებელი. პროექტი ნათლად აჩვენებს, რომ ინფორმაციის მართვა და სისტემატიზაცია არა თანამედროვეობის მონაპოვარი, არამედ ათასწლეულების წინ დაწყებული პროცესია, რომელმაც კაცობრიობა დღევანდელ ციფრულ ეპოქამდე მოიყვანა.

ექსპოზიცია მრავალფეროვან წყაროებსა და ვიზუალურ მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომლებიც ასახავს ინფორმაციის აღრიცხვის გზას პირველივე ნიშნებიდან უახლეს ტექნოლოგიებამდე. კატალოგში წარმოდგენილია უძველესი სააღრიცხვო სისტემები, მათ შორის ლუდის მარაგების მართვის პირველი ცხრილები, იმპერიების მშენებლობისთვის საჭირო გადასახადის გადამხდელთა სიები და ვიკინგების სატვირთო ჩანაწერები. ეს ისტორიული ჯაჭვი ლოგიკურად გრძელდება პერფობარათების, Excel-ის ფორმებისა და თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის აგენტების განხილვით, რაც ადასტურებს, რომ მონაცემთა დამუშავების ხელოვნება მუდმივად იყო პროგრესისა და კულტურული განვითარების მამოძრავებელი ძალა.

პროექტის სტრუქტურა სამ ძირითად მიმართულებაზეა დაფუძნებული, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, ინფორმაციას სხვადასხვა რაკურსით გაეცნოს. პირველი ნაწილი მონაცემთა მანიპულირებისა და შენახვის მეთოდებს იკვლევს, მეორე - ინფორმაციის ვიზუალური რეპრეზენტაციის ფორმებს, როგორიცაა სიმბოლოები და დიაგრამები, ხოლო მესამე მიმართულება იმ ხელსაწყოებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ადამიანსა და მონაცემებს შორის შუამავლის როლს ასრულებდნენ. DataArt-ის IT მუზეუმის ეს ინიციატივა კომპანიის ფუნდამენტურ ღირებულებას - „ადამიანი უპირველეს ყოვლისა“ - ეხმიანება და მიზნად ისახავს იმ პიონერი ინჟინრების ღვაწლის დაფასებას, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროს.

DataArt Georgia წარმოადგენს ICT Association of Georgia-ს წევრ კომპანიას.

ICT Association of Georgia წარმოადგენს დარგობრივ გაერთიანებას, რომლის უმთავრესი მისია ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის გაძლიერება და მისი ეროვნული ეკომონიკის საყრდენად ქცევაა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ინოვაციები და ტექნოლოგიური პროგრესი ქვეყნის მდგრადი განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა. სტრატეგიული პარტნიორობებისა და მიზანმიმართული ქმედებების საშუალებით, ასოციაცია ხელს უწყობს ICT სექტორს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებაში, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალ კეთილდღეობაზე.

ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარება. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ინოვაციური ეკოსისტემის სრულყოფაზე, რაც გულისხმობს როგორც ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების მხარდაჭერას, ისე მათი ინტერესების დაცვას სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია ემსახურება მედიატორის როლს ბიზნესსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, რათა შეიქმნას ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა და საინვესტიციო გარემო ტექნოლოგიური წინსვლისთვის.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა