მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

Making Science Sweeft - როგორ აშენებს ტექნოლოგიური კომპანია საქართველოდან გლობალურ წარმატებას

news image

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ბიზნესის წარმატება ინოვაციაზე და ეფექტურ ციფრულ გადაწყვეტებზეა დამოკიდებული, Making Science Sweeft უკვე ხუთი წელია საქართველოში მუშაობს და ქვეყნის IT ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა. კომპანია გლობალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს სთავაზობს სრულყოფილ ტექნოლოგიურ სერვისებს.

თუ რა გეგმები აქვს კომპანიას ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერების მიმართულებით და როგორ პოზიციონირებს ის დღეს ბაზარზე, დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia კომპანია Making Science Sweeft-ის აღმასრულებელ დირექტორს თემო მაღრაძეს დაუკავშირდა. 

- რამდენი წელია Making Science Sweeft საქართველოს ბაზარზეა და რა სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული?

- Making Science Sweeft საქართველოში უკვე 5 წელია რაც ოპერირებს. ჩვენი კომპანია, როგორც გლობალური ლიდერი ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული მარკეტინგის სფეროში,  საქართველოშიც ორიენტირებულია კომპლექსური ციფრული გადაწყვეტილებების მიწოდებაზე. ძირითადი სერვისები მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და ციფრული პროდუქტების განვითარებას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით. ჩვენი თანამშრომლები ჩართულები არიან და მომსახურებას უწევენ კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

- კომპანიის სერვისებიდან ქართულ რეალობაში ძირითადი მოთხოვნა რომელ სერვისებზეა და ასევე სად ხედავთ განვითარების შესაძლებლობებს?

- ქართულ და ასევე მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა სენიორ დეველოპერებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მონაცემთა ანალიტიკის, ფინანსური და ელექტრონული კომერციის გადაწყვეტილებებზე. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა  ხელოვნური ინტელექტის მიმართ მოთხოვნაც, რადგან კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ მათ პოტენციალს ოპერაციების ოპტიმიზაციისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისთვის.

განვითარების შესაძლებლობებს ვხედავთ სწორედ ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაში, AI-ზე დაფუძნებული ინოვაციური პროდუქტების შექმნაში და მონაცემთა მართვის კულტურის დანერგვაში, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ უკეთესი, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. 

აღნიშნული მიმართულებით ჩვენი კომპანიის მადრიდის ოფისი აქტიურად ახორციელებს AI ტრანსფორმაციას, სადაც წარმატებით იქნა იმპლემენტირებული მრავალი AI - ზე დაფუძნებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა. ეს გადაწყვეტილებები და ხელსაწყოები ინტეგრირებულია კრიტიკულ ბიზნეს პროცესებში, მათ შორის: software development, marketing services and technologies, data analytics & business intelligence, enterprise integration, etc. ამის პარალელურად, არსებული მზა AI SaaS პროდუქტებთან ერთად, განხორციელდა custom AI solutions - ების დეველოპმენტი, რაც მოიცავს ე.წ. AI აგენტების შექმნას. ეს ავტონომიური აგენტები უზრუნველყოფენ end-to-end ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და საოპერაციო პროდუქტიულობის ზრდას.

- რა მიგაჩნიათ Making Science Sweeft-ის კონკურენტულ უპირატესობად?

- Making Science Sweeft-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ჩვენი გლობალური გამოცდილება და ინოვაციური მიდგომაა. ჩვენ ვართ Google-ის, Salesforce-ის, Microsoft-ის და სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების პრემიუმ პარტნიორები, რაც გვაძლევს წვდომას უახლეს ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე. ჩვენ არ ვართ უბრალოდ სერვისის მიმწოდებლები, არამედ პარტნიორები, რომლებიც კომპანიებს ეხმარებიან ციფრული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. ჩვენი გუნდი საქართველოში აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც ფლობენ როგორც ტექნიკურ ცოდნას, რბილ უნარებს, ასევე გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვერგოთ კომპანიებს არსებულ გადაწყვეტილებებში და ასევე დავეხმაროთ მათ ეფექტურ გაუმჯობესებაში. 

- დღეს საქართველოს გარდა Making Science კიდევ რომელ ბაზრებზე მუშაობს და ასევე საინტერესოა საქართველოდან მომსახურების ექსპორტის კუთხით რამდენად მზარდია წლიდან წლამდე კომპანიის მიერ მიწოდებული სერვისები?

- Making Science გლობალური კომპანიაა და ოპერირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, ამერიკის, სკანდინავიისა და ლათინური ამერიკის წამყვან ბაზრებზე (მაგალითად, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია). საქართველოდან მომსახურების ექსპორტის კუთხით, ჩვენი კომპანია აჩვენებს სტაბილურობას. რამდენიმე წლის წინ, საქართველოში დიდი IT ბუმის შემდეგ, სადაც ჩვენც მნიშვნელოვნად გავიზარდეთ, მნიშვნელოვანია მოხდეს არსებული კადრებისა და პარტნიორების შენარჩუნება და სტაბილური გარემოს შექმნა, რასაც Making Science Sweeft საქართველო წარმატებით ართმევს თავს. ეს მიდგომა და სტაბილურობის შენარჩუნება მიუთითებს ქართველი სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციასა და საქართველოს, როგორც IT სერვისების ექსპორტიორი ქვეყნის, მზარდ პოტენციალზე. აღნიშნულს ასევე ხელს უწყობს ჩვენს კომპანიაში მოქმედი აქსელერაციის პროგრამა, სადაც ხდება ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და შემდგომ დასაქმება. 

- დღეს IT სექტორი ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან მიმართულებად არის მიჩნეული, როგორია თქვენი შეფასება ინტერესი ქვეყანაში ამ პროფესიაზე რამდენად მზარდია და თქვენც თქვენივე კომპეტენციის ფარგლებში რას აკეთებთ ამისათვის?

- ნამდვილად, IT სექტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა. ქვეყანაში ინტერესი ამ პროფესიის მიმართ მართლაც დიდია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამას ხელს უწყობს როგორც გლობალური ტენდენციები, ასევე სახელმწიფოს მიერ წახალისებული პროგრამები, ადგილობრივი ინიციატივები და წარმატებული ქართული სტარტაპების მაგალითები.  Making Science Sweeft-იც მუდმივად და აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, გვაქვს უნიკალური აქსელერაციის პროგრამები, ვართ ICT ასოციაციის აქტიური წევრები და ასევე, ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ საქართველოს IT საზოგადოების განვითარებაში სახელმწიფოსა და პარტნიორ კომპანიებთან ერთად.

- ბოლო პერიოდში ამ სექტორში მართლაც ბევრი სიახლე დაინერგა, რა მიგაჩნიათ დღეისათვის ყველაზე დიდ მიღწევად, რა რეკომენდაცია გექნებოდათ პოლიტიკის გამტარებლების მიმართ და როგორ ხედავთ ქვეყნის მომავალს, განვითარების არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოესი 5 წლის განმავლობაში?

- ბოლო პერიოდში, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან, დიდ მიღწევად ვთვლი IT სექტორისადმი ინტერესის ზრდას ახალგაზრდების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების აქტიური მხარდაჭერა იმ ახალგაზრდების, სტარტაპებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც ამ სფეროში წარმატების მიღწევა სურთ. თითოეულ წარმატებულ მაგალითს საქართველო გაჰყავს გლობალურ ბაზარზე და ზრდის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბდეს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს პოლიტიკის გამტარებლების მიმართ, პირველ რიგში ეს განათლებაა.  აუცილებელია ტექნოლოგიური განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა. ასევე, პრაქტიკული და ინოვაციური პროგრამების დანერგვა, რომელიც მოამზადებს კადრებს მომავლის ტექნოლოგიებისთვის. 

ხაზგასასმელია ინფრასტრუქტურა და რეგულაციები, რასაც სახელმწიფო მაქსიმალურად ავითარებს. აღსანიშნავია „GITA“-ს (ტექნოპარკების), „აწარმოე საქართველოს“, პარლამენტის და ასევე ICT ასოციაციის როლი აღნიშნული სფეროს განვითარებაში. მაგრამ მიუხედავად მათი აქტიური და წარმატებული მუშაობისა, საჭიროა უფრო სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა რეგულაციების და შეღავათების კუთხით, რადგან მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია ქვეყნებს შორის ძალიან დიდია. ვფიქრობ, ქუთაისის IT პარკი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს IT ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. 

ჩამონათვალში ბევრ სხვა აქტუალურ საკითხთან ერთად ხაზს გავუსვამდი ასევე სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერას. აქ მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის მუდმივი ფინანსური და მენტორული მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ინოვაციური იდეების რეალიზება და გლობალურ ბაზარზე გასვლა.

განვითარების არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ვხედავ, როგორც რეგიონულ IT ჰაბს. ქვეყანას აქვს პოტენციალი, გახდეს მიმზიდველი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდას და ინოვაციური პროდუქტების ექსპორტს. მთავარია, გავაგრძელოთ ინვესტირება განათლებაში, ინფრასტრუქტურაში და შევქმნათ კიდევ უფრო ხელსაყრელი გარემო ბიზნესისთვის.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image როდის გაიხსნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი

12.03.2026.15:00

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უნიკალური სივრცე იქნება, როგორც ცნობილია, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობაში განთავსდება ინტერაქტიული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი, კრეატიული სწავლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის და გარე რეკრეაციული სივრცე, მათ შორის განახლებული ხელოვნური ტბა. პროექტი არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო ტურისტებს მოიზიდავს, ხოლო მისი მიზანია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სიყვარული ახალგაზრდებში ჩამოყალიბდეს და ქვეყნის სამომავლო განვითარებას შეუწყოს ხელი.

„პირველ რიგში მნიშვნელობას გავუსვამ ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი მთლიანად რეგიონალური თვალსაზრისით და რეგიონში  არ ვგულისხმობ იმერეთის რეგიონს - ვგულისხმობ, საერთოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს. გამომდინარე იქედან, რომ ბევრი უნიკალური სივრცე განთავსდება, პირველ რიგში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურად საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იქნება ვიზიტორი ამ სივრცის, წაიყვანს  ბავშვებს, ახალგაზრდებს. ის არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიების სიყვარული სწორედ იქ ჩამოყალიბდეს, რაც მათი მომავალი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ყველა ექსპონატი უკვე ნაყიდია  და საქართველოში არის ჩამოსული. 


მოგეხსენებათ, რომ ეს არის პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში, სადაც განთავსება ტექნოლოგიური ჰაბი. ზუსტად, რომ ავუხსნათ  პროგრესი მოსახლეობას,  ძალიან რთული შენობაა და ამიტომ წაიღო დრო რომ სწორად გაკეთდეს. ინფრასტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მაშინ ერთმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და დაავალეს, რომ პარლამენტი გადასულიყო და რა სამუშაო პირობები ჰქონდათ მათ არავინ არ წუხდა მაგაზე და იქ სუნთქვა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ მთლიანად დავასრულეთ გაგრილების სისტემის რეაბილიტაცია, რომ ჩვენი მოქალაქეები კომფორტულად გრძნობდნენ თავს იმ შენობაში, ასევე შესასვლელები მთლიანად მოწესრიგდა, ხელოვნური ტბა ასევე რომელიც იქ არსებობდა და მხოლოდ ერთხელ გახსნისას აავსეს წყლით, ჩვენ მოვახდინეთ მისი რეაბილიტაცია და მშვენიერი სარეკრაციო სივრცე იქნება. აღმოსავლეთის შესასვლელის რეაბილიტაცია თითქმის დამთავრებულია და მიდის გადახურვის სისტემის სრული რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ  ძალიან დიდი ხარვეზები იყო და სწრაფად ცდილობდნენ ამ შენობის გახსნას და ძალიან ბევრი შეცდომებია მშენებლობის პროცესში დაშვებული, რომლის გამოსწორებასაც ახლა ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. 

მიმდინარეობს შიდა რემონტი, სადაც მთლიანად მოხდა უკვე დემონტაჟი ყოფილი კაბინეტების, რომ ეს უკვე გადაკეთდეს ტექნოლოგიებისთვის შესაბამის სივრცეებად და დაწყებულია უკვე სარემონტო სამუშაოები. გეგმა გვაქვს, რომ მაისის ბოლოს უკვე ეს სივრცე ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. აქ იქნება წარმოდგენილი არამარტო მუზეუმი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი და ყველაზე წამყვანი ლაბორატორიებით,  ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი განთავსდება აქ, განთავსდება ასევე მნიშვნელოვანი სასწავლო კრეატიული და ტექნოლოგიების მიმართულებით ცენტრი, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაშია დღეს და  საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი  ექსკლუზიურად მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის და ძალიან უნიკალური სივრცე, გარე რეკრეაცია ასევე ხელოვნური ტბა და მუზეუმი ერთობლიობაში ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უნიკალურ სივრცეს ქმნის და არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ვფიქრობთ რომ ტურისტებისთვისაც ერთ-ერთი თვალსაჩინო, სანახავი ადგილი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი“, - განმარტავს ავთანდილ კასრაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა