მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გავხდეთ უფრო ხილული ინვესტორებისთვის -  Skillwill-ის დამფუძნებელი სან ფრანცისკოში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე

news image
mbc image

სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი  - ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობა, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბრისას Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე.

მისი თქმით, აღნიშნული ჰაბი საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემისთვის იქნება ეფექტური პლატფორმა, რადგანაც კომპანიებს ექნებათ პირდაპირი წვდომა მსოფლიო მასშტაბის ფინანსურ რესურსებზე.

„სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე ქართული ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ჩვენი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული წინ გადადგმული ნაბიჯია.
ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობა, ერთი მხრივ, გავხდეთ საერთაშორისო ტექნოლოგიური საზოგადოებისა და ინვესტორებისთვის უფრო ხილული და მიმზიდველი, ხოლო მეორე მხრივ, ქართული სტარტაპებისთვის რეალურად ხელშესახები გზა გაჩნდეს გლობალური ტექნოლოგიური ბაზრებისა და ინვესტიციებისკენ.

ეს ჰაბი საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემისთვის იქნება ეფექტური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც კომპანიებს ექნებათ პირდაპირი წვდომა მსოფლიო მასშტაბის ფინანსურ რესურსებზე, სილიკონ ველის გამოცდილებასა და უმნიშვნელოვანეს კონტაქტებზე, რომელთა მოპოვებაც სხვა შემთხვევაში გაცილებით რთული იქნებოდა. ამგვარი საერთაშორისო თანამშრომლობა არა მხოლოდ დააჩქარებს ქართული ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობასაც.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ჩვენი ქვეყნის იმიჯს მთლიანად ცვლის და განამტკიცებს. ეს არის მკაფიო მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არა მხოლოდ ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების პოტენციალით გამოირჩევა, არამედ რეალურად დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისათვის, რომ რეგიონში ლიდერის როლი დაიკავოს“, - განაცხადა  გიორგი მარიამიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში, ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორისო ინვესტორებთან წვდომას გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში, ე.წ. სილიკონ ველიზე. ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ - ინვესტორთა ქსელების დაინტერესება და ქვეყანაში შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვა.

ტექნოლოგიური ჰაბი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გახსნის,  სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ამოქმედდება. საკონსულო სან ფრანცისკოში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - სილიკონ ველიზე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის წარმოჩენასა და ქართული სტარტაპების საქმიანობის ხელშეწყობაში. ჰაბის მეშვეობით საქართველო შეძლებს საერთაშორისო არენაზე უკეთ მოახდინოს განვითარებული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მქონე ქვეყნის პოზიციონირება. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელიც სილიკონის ველზე ტექნოლოგიურ ჰაბს გახსნის.

ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობა მიმართული იქნება ქართული სტარტაპების “ნეთვორქინგის” გაძლიერებაზე პოტენციურ ინვესტორებთან და სხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებთან, რაც გულისხმობს დემო დღეებს საერთაშორისო ინვესტორებისთვის, B2B შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორებთან, კლიენტებთან და ინვესტორებთან და პრეზენტაციებს საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის შესახებ. გარდა ამისა, ასევე მოხდება ქართული სტარტაპების მხარდაჭერა ბიზნესის მიმართულებით, რაც გულისხმობს იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციებს აშშ ბაზარზე შესვლისთვის, ოფისის სივრცით სარგებლობას ქართული სტარტაპებისთვის და ბიზნეს კონტაქტების ბაზის შექმნას და გაზიარებას.

აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 43 პროცენტია. მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 43.5 მილიონ ლარს შეადგენს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა