ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის ორგანიზებით ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის თემაზე ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესს და აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის ორგანიზებით, ISO 20022-ის ფინანსური შეტყობინებების ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა, რომელშიც საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქართული საფინანსო სექტორის მზადყოფნას გლობალური მიგრაციისთვის ISO 20022-ზე, რომლის საბოლოო ვადად 2025 წლის ნოემბერი განისაზღვრა.
აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფინანსური კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს უწყობს მონაცემების სტრუქტურირებას, ეფექტურობასა და ავტომატიზაციას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ISO 20022-ის სტანდარტის სტრუქტურა, მისი დანერგვის საუკეთესო პრაქტიკები და ეროვნული მიგრაციის გზამკვლევი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.15:00
ხელოვნურ ინტელექტს შრომით ბაზარზე გავლენა ექნება, - აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
სოსო გიორგაძის თქმით, საუბარია გარკვეული ტიპის სამუშაოებზე, თუმცა მისვე განმარტებით „პროგრესი მუშახელს არ ამცირებს“.
„შრომით ბაზარზე დიდი ალბათობით მას ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ნებისმიერ ტექნოლოგიურ განვითარებას. ყველაფერი თავის დროზე, დაწყებული ჩარხით, ტრაქტორით, ან სხვა ნებისმიერით, რაც ტექნოლოგიური გაუმჯობესება იყო ქმნიდა გარკვეული მუშახელის გაქრობის საშიშროებას. ასეთი რისკი ბუნებრივია არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად შეამცირებს სამუშაო ადგილებს. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონკრეტული ტიპის სამუშაო სფეროზე, აღარ იყოს საჭირო ადამიანური მუშახელი კონკრეტულ სეგმენტში, მაგრამ პროგრესი მუშახელს არ ამცირებს. სამუშაო ადგილები დიდი ალბათობით უფრო გაიზრდება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით მუშახელი შესაძლოა აღარ იყოს საჭირო.
ხელოვნური ინტელექტის მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად უნდა იყოს პრაგმატული, მათ შორის სახელმწიფო დონეზე, ისე როგორც ბიზნესის დონეზე. წარმოიდგინეთ არსებობს ძალა, რომელსაც თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ, კონკურენტები აუცილებლად გამოიყენებენ. შესაბამისად ისინი წინ იქნებიან, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მუშაობას და უფრო მეტ ინფორმაციაზე წვდომას. არამხოლოდ ინფორმაციაზე წვდომას, არამედ ინფორმაციის სწრაფ ანალიზს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი არაფერი არ იცის, რაც ადამიანმა არ მოიფიქრა. მაგრამ ერთი, ან თუნდაც 100 ადამიანისგან განსხვავებით ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წვდომა ჰქონდეს უფრო მეტ ინფორმაციაზე და უფრო სწრაფად გადაამუშაოს ეს ინფორმაცია. შესაბამისად ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ბიზნესისთვის, რომელიც ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაცია მოახდინოს ხელოვნურ ინტელექტთან იმისთვის, რომ კონკურენციას არ ჩამორჩეს“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.