დოჰაში, Lineate-ს ვიცე პრეზიდენტი გიორგი ციკოლია, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სავაჭრო მისიის ფარგლებში შეხვდება
დოჰაში, Lineate-ს ვიცე პრეზიდენტი გიორგი ციკოლია, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სავაჭრო მისიის ფარგლებში შეხვდება.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია Lineate-ში განუცხადეს, სავაჭრო მისია ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისათვის, რომელსაც კატარის დედაქალაქი მასპინძლობს აშშ-ში კატარის საელჩოს, კატარის კომერციისა და ინდუსტრიის სამინისტროსა, და Strategeast ორგანიზებით გაიმართება.
მისიის ფარგლებში შედგება შეხვედრები სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სწორედ ამ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას Lineate-ს ვიცე პრეზიდენტი გიორგი ციკოლია.
„ჩვენი მიზანია, საქართველოს ოფისიდან გავზარდოთ გაყიდვები ახლო აღმოსავლეთში“, - განმარტავენ Lineate-ში.
Lineate-ს გარდა აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიცაა EPAM, GlobalLogic, Sigma Software Group , AltexSoft, Intellias, ELEKS, NIX, Unikoom, Computools და NIX.
ცნობისთვის, „Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი.
მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში,პოლონეთსა და
სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც
მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ.
კომპანიას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან, კომპანიას აშშ-სა და
ევროპაში განხორციელებული აქვს 920 პროექტი. კომპანია Lineate-ის ძირითადი
მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია
თანამშრომლობს The New york Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU
Hospitals, 33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.10:21
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).
ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.
მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.