მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

ComCom-მა 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა

news image

კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად  აუქციონი გამოაცხადა.   მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 24 ლოტზე გამოცხადდა, აუქციონების ფარგლებში მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 და 1800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა. აუქციონებში მონაწილეობის მიღებაზე  ლიცენზიების მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მოხდება.

რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს №1 და №4 ლოტებზე აუქციონები 2023 წლის 16 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება, №5 და №10 ლოტებზე აუქციონები 2023 წლის 18 აგვისტოს 12:00 საათზე ჩატარდება; №11 - №21 ლოტებზე 2023 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათზე; №22 და №24 ლოტებზე კი 2023 წლის 23 აგვისტოს 12:00 საათზე.

5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად  გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.  ქსელის განვითარებასთან ერთად, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი - MVNO საკუთარ ქსელზე დაუშვან.

კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით. ამასთან არჩევანის უზრუნველყოფისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშეც გამოაცხადოს. კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდა ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან.

ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან  შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ამ ოთხიდან ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშე იქნება აუქციონზე გამოტანილი, რაც შესაბამისად განაპირობებს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის განსხვავებულ საწყის საფასურს.

პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური  6 230 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის - 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის - 2 593 800  ლარი,  მე-4 კომბინირებული ლოტის  კი  - 2 656 700  ლარი. ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულნი იქნებიან 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში. 2600 და 3600 მეგაჰერცის სიხშირეები უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარის რამდენჯერმე გაზრდას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 700 და 800 მეგაჰერცის სიხშირეები ძირითადად გამოყენებული იქნება მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვის მქონე დიდი სივრცეების დასაფარად.

გარდა 4 კომბინირებული ლოტისა, აუქციონი დამატებით კიდევ ცალკე მდგომ 20 ლოტზე გამოცხადდა. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და ზოლის სიგანის  მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონებიდან ერთ-ერთში მაინც. ტექნოლოგიების სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ევროკომისიამ 2020 წელს წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ Covid 19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მობილური ქსელების განვითარების მიზნით, მიიღონ ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს 5G-სთვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლიცენზიების დროულ გაცემას და ფინანსურ შეღავათებს. კომუნიკაციების კომისიამ გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და შეიმუშავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურისთვის ფასდაკლების დაწესების შესაძლებლობა 5%-20%-დან 80%-მდე გაიზარდა.

5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. 5G-ის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „Ernst & Young“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. 5G ინტერნეტის აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების  შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება დღეიდან ყველა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე შეუძლია ( www.comcom.ge

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image GITA სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ქართველი ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს

04.07.2025.11:30

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს. აგვისტოს თვეში, GITA სამი სხვადასხვა მიმართულების ბანაკს განახორციელებს.

• 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G

• 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl

• 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია 1-4 კურსის სტუდენტებისთვის მთელი საქართველოდან. აღნიშნული ბანაკი განკუთვნილია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები; ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO

ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა