მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

ComCom-ის წევრმა GSR-25-ის სიმპოზიუმზე რეგიონულ ჰარმონიზაციასა და საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალზე ისაუბრა

news image
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა, მარეგულირებლების რიგით 25-ე გლობალურ სიმპოზიუმში (GSR-25) მიიღეს მონაწილეობა. სიმპოზიუმის ერთ-ერთი საკვანძო შედეგი საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოს (GSR – Best Practice Guidelines) მიღება იყო. აღნიშნული სახელმძღვანელო გლობალური  ციფრული ბაზრების რეგულირების სამომავლო ხედვას განსაზღვრავს. კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო პროცესში აქტიურად იყო ჩართული და საკუთარი ხედვა წარადგინა როგორც მარეგულირებლების ხელმძღვანელთა მრგვალი მაგიდის, ასევე - მარეგულირებელთა ასოციაციებისა და ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) შეხვედრის ფორმატში.
 
მარეგულირებლების ხელმძღვანელთა მრგვალ მაგიდის სესიაზე გამოსვლისას, ეკატერინე იმედაძემ ყურადღება გაამახვილა კომუნიკაციების კომისიის აქტუალურ პროექტებსა და წარმატებულ გამოცდილებაზე, როგორებიც არის სატელეკომუნიკაციო ბაზრების პირველი სრულმასშტაბიანი კვლევა და ბაზრის გახსნისა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების ხელშეწყობის სტრატეგია, ფასების ბენჩმარკინგი, მომსახურებების ხელმისაწვდომობის კვლევა და ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა. ხოლო მარეგულირებელთა ასოციაციებისა და ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) შეხვედრის ფარგლებში ეკატერინე იმედაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) სახელით, ხაზი გაუსვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას და EaPeReg-ის წარმატებული გამოცდილება და მიმდინარე პროექტები წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონული ჰარმონიზაციისა და მომავალზე ორიენტირებული მარეგულირებელი ინსტრუმენტების საჭიროებას დაეთმო.
 
„მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ საქართველოს ხმა ჟღერს ამ გლობალურ პლატფორმაზე. GSR-25-ზე ჩვენ არამხოლოდ ვაზიარებთ საუკეთესო პრაქტიკას, არამედ ვქმნით ნდობისა და პარტნიორობის გარემოს, რომელიც აუცილებელია ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული ციფრული ეკოსისტემის შესაქმნელად. საქართველო რჩება ერთგული ამ სტრატეგიული მისწრაფების - გახდეს სანდო რეგიონული ციფრული ჰაბი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას." - აღნიშნა ეკატერინე იმედაძემ.
 
სიმპოზიუმის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წევრმა მოდერაცია გაუწია თემატურ სესიას - „დედამიწიდან კოსმოსამდე: სანდოობა და ინოვაციების ხელშეწყობა", სადაც მარეგულირებელთა ასოციაციებისა და სატელეკომუნიკაციო სექტორის მაღალი დონის წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.  სესიის ფარგლებში იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება მარეგულირებელმა ჩარჩომ დააბალანსოს ინოვაცია და უსაფრთხოება, რაც შექმნის დაბალ რისკიან და გახსნილ სატელეკომუნიკაციო ეკოსისტემას.
 
სიმპოზიუმის ფარგლებში, ინკლუზიური მმართველობის ინიციატივის მხარდასაჭერად, ეკატერინე იმედაძემ მოდერაცია გაუწია ასევე, ITU-ს განვითარების ბიუროს ქალთა ქსელის (NoW) ინტერაქტიულ სესიას. თემატური განხილვები ტექნოლოგიების სფეროში ლიდერი ქალების მიერ ექსპერტიზის,  ხედვებისა და გამოწვევების გაზიარებას დაეთმო. სესიის მიზანი ციფრულ მმართველობაში გახსნილი და მოქნილი გარემოს შექმნის მხარდაჭერა იყო.
 
ამასთან, GSR-25 ფარგლებში, ComCom-ის საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა, მონაწილეობა მიიღო მარეგულირებელი ორგანოების მასტერკლასში, რომელიც  ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს - ავთანდილ კასრაძე

12.02.2026.20:34

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განმახორციელებელ საერთაშორისო აქსელერატორების წარმომადგენლებსა და სტარტაპებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ. ამ ეტაპზე Radio City- ში სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროგრამის პირველი ორთვიანი ფაზა მიმდინარეობს, რომელსაც Startupbootcamp და Plug and Play ახორციელებს. მიმდინარე წლის ივლისიდან კი მათ 500 Global და Founder Institute შეურთდება.

როგორც ავთანდილ კასრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მსოფლიო დონის საერთაშორისო აქსელერატორებმა ქართული სტარტაპებისთვის გადამზადების პროგრამა უკვე დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი დაეხმარება ქართულ სტარტაპებს, ძალიან სწრაფად უზრუნველყონ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანა.

„საერთაშორისო აქსელერატორების შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ინოვაციური ეკოსისტემის რუკაზე ღირსეულ ადგილს იკავებს, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას თითოეული სტარტაპისთვის აქვს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რითაც თითოეული ქართული სტარტაპი მინიმუმ სამი წელი ნულპროცენტიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, დამატებით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ტექნოლოგიური სიკეთეების საქართველოს მოქალაქეებამდე მაქსიმალურად მიტანას, იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვუზრუნველყოთ.“ - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ

„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში. “ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში” სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა