მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ComCom-ის მიერ 5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას “მაგთიკომი” მიიღებს

news image

კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ „მაგთიკომი“ მიიღებს. კომპანიამ განაცხადი შემოიტანა ერთ კომბინირებულ ლოტსა და ცალკემდგომ ლოტებზე 700, 800, 3410-3710 და 2600 მჰც დიაპაზონებში. კომბინირებულ ლოტებზე აუქციონები 18 ოქტომბერს, 700, 800, 3410-3710 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ცალკემდგომ ლოტებზე - 21 ოქტომბერს, ხოლო 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ცალკემდგომ ლოტებზე 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

 

5G-ის დასანერგად აუქციონი სულ 17 ლოტზე გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც 700, 3410-3710, ასევე 2600 მჰც დიაპაზონების სიხშირული ზოლები იყო გამოტანილი. 17 ლოტიდან ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტს ერთნაირი დაფარვის ვალდებულებები და ფასი ჰქონდათ განსაზღვრული. ორივე მათგანი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი  დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს. გარდა 5G-ის დასანერგად გამოცხადებული ლოტებისა, აუქციონი 800 და 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მოსაპოვებლად დამატებით 4 კომბინირებულ ლოტზე იყო გამოცხადებული.

 

საგულისხმოა, რომ ComCom-ის გადაწყვეტილებით, გასული წლის აუქციონისგან განსხვავებით, ლიცენზიის მაძიებელ კომპანიებს MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა აღარ ჰქონდათ, რადგან ერთი მხრივ, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად სცნო და მას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული ვალდებულება კომპანია „სელფი მობაილს“ გასული წლის აუქციონის ფარგლებში უკვე დაეკისრა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის პირობებში MVNO-ს დაშვების ვალდებულების განსაზღვრა აუცილებლობად აღარ მიიჩნია. თუმცა, ოპერატორებს ორივე კომბინირებულ ლოტზე შეეძლოთ აერჩიათ MVNO-ს დაშვების ვალდებულება, რომლის შემთხვევაშიც, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, რომლის ფარგლებშიც მოიპოვა ლიზენცია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს“ 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და  კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ. ხოლო ის ოპერატორები, რომლებიც მოცემულ სიხშირეებს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას. 

 

5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად დაადგინა. რაც შეეხება წლევანდელ აუქციონს, აუქციონის საფასურის გაანგარიშებაზე კომუნიკაციების კომისიამ კვლავ კომპანია „EY“-სთან ითანამშრომლა.  

 

5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად  გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს,  შეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image თიბისის მხარდამჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა

06.05.2025.10:21

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

 

ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.

 

მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც  მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

 

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 

 

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.  

 

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა