ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში ინოვაციის ჰაბად, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ღირებულების ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას - ავთანდილ კასრაძე
“ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში ინოვაციის ჰაბად, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ღირებულების ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ამდენად, Plug and Play-ის მსგავსი გლობალური აქსელერატორის მონაწილეობა საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ერთ-ერთი გამარჯვებული აქსელერატორის Plug and Play-ს აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნით ღონისძიებაზე.
პროგრამა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება, Plug and Play კი ერთ-ერთია იმ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორისგან, რომლებიც საგრანტო კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.
ავთანდილ კასრაძის განცხადებით, Plug and Play-თან და სხვა სამ აქსელერატორთან პარტნიორობა სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, გააძლიეროს საინვესტიციო მზადყოფნა, დაეხმაროს მათ გლობალურ ბაზრებზე სწრაფად ინტეგრაციაში და დააკავშიროს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ქსელებთან.
აღსანიშნავია, რომ აქსელერაციის პროგრამის მეორე ეტაპზე თითოეული სტარტაპი სააგენტოს მხრიდან მიიღებს დაფინანსებას 50,000 ლარის ოდენობით. მომდევნო ეტაპებისთვის შერჩეულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ 150,000 ლარამდე გრანტი, რაც მათ პროდუქტის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გატანაში დაეხმარება.
სხვა სიახლეები

26.03.2026.17:04