მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ჩვენი კომპანიის მიზანია დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომ IT არის მხოლოდ კაცების პროფესია - Lineate-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი

news image

ამერიკული IT კომპანიის Lineate-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე Business Insider Georgia-სთან  კომპანიის საქმიანობასა და IT სექტორის განვითარების ტენდენციას აფასებს. მან „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში დასმულ კითხვებს უპასუხა.

  • როგორია ლინეიტის როლი საქართველოში ტექ-ეკოსისტემის განვითარებაში?

ლინეიტი 2022 წელს შემოვიდა საქართველოში და შემოსვლისთანავე აქტიურად ვმუშაობთ ტექ-ეკოსისტემის განვითარების კუთხით. ამ მიმართულებით ჩვენ რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე რომლის წინაშეც იმ მომენტში იდგა იმ მომენტში ჩვენი ქვეყანა და ტექ-ეკოსისტემა.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი კომპანია ტექ-მიმართულებით, რომელმაც დააარსა სტიპენდიები, წარმატებული სტუდენტებისთვის, ორ წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ეს არის ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი. ამ მიმართულებით უკვე გვყავს 4 სტიპენდიატი, რომელიც განაგრძობს სწავლას უნივერსიტეტში. ასევე იყენებს იმ მექანიზმებს, რომელსაც მათ ჩვენი კომპანია სთავაზობს: ეს იქნება სტაჟირება, გადამზადების პროგრამები თუ სამომავლო დასაქმება.

რაც შეეხება სხვა მიმართულებას, ჩვენ ვთანამშრომლობთ USAID-თან და მოხარულები ვართ, რომ წელსაც ვიქნებით გრეის ჰოპერის დაჯილდოების მხარდამჭერები. აღნიშნული დაჯილდოება ახალისებს გოგონების მონაწილეობას ტექ-სექტორში და ზოგადად ჩვენი კომპანიის მიზანია, რომ დაანგრიოს სტერეოტიპი, რომ IT არის მხოლოდ კაცების პროფესია.

არის ასეთი სტატისტიკა?

რამხოლოდ საქართველოში, არამედ, უცხოეთშიც მხოლოდ 30%-მდეა ქალი დეველოპერი და თუ ჩავიხედავთ კომპანიების მენეჯმენტის სტატისტიკაში, ეს მონაცემი 15%-მდეა. რაც შეეხება საქართველოს, აქაც მსგავსი სურათია და ამიტომაც ჩვენ ვთანამშრომლობთ USAID-თან და სხვა პარტნიორებთან, რომ ეს სტერეოტიპები დავანგრიოთ და უფრო მეტი ქალი იყოს ტექ-სექტორში.

ასევე ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს საელჩოსთან, რომელსაც აქვს ე.წ. ამერიკული კუთხეები და ერთ-ერთთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ეს კუთხე მდებარეობს ე.წ. საზღვრისპირა სოფელში, სადაც არის ოძისის საჯარო სკოლა. როდესაც ჩვენ იქ ჩავედით დავინახეთ, რომ იქ არა მხოლოდ ტექნიკური საჭიროებებია, არამედ ასევე ინტელექტუალური და შემდგომ მათ ტექნიკური დონაცია გავუწიეთ ლეპტოპების სახით, ასევე აქტიურად ვთანამშრომლობ მათთან და როდესაც ჩვენი ამერიკული მენეჯმენტი ჩამოდის ქალაქში, ყოველთვის ვცდილობთ წავიყვანოთ და მოტივაციური და ინსპირაციული შეხვედრები მოვაწყოთ ბავშვებთან.

სამწუხაროდ, ყოველ წელს მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც იმ სკოლაში სწავლობს. ჩვენი მიზანია, მათ ვაჩვენოთ, რომ არ არის აუცილებელი თბილისში წამოსვლა, არამედ მათ თავისი სოფლიდანაც შეუძლიათ წარმატებულები გახდნენ.

ონლაინ სწავლებას გულისხმობთ?

ონლაინ სწავლებასა და ასევე დასაქმებას. მათ შეუძლიათ IT მიმართულებით გახდნენ პროფესიონალები და შემდგომ იმუშაონ ოძისიდან და არ გახდნენ იძულებული ქვეყანა დატოვონ ან დაბრუნდნენ თბილისში. კიდევ ერთი მიმართულებაა Dev School-ი. ეს არის ინოვაციური გადამზადების პროგრამა, რომელიც საქართველოში პირველად 2023 წელს განვახორციელეთ.

  • როგორია Dev School-ის ისტორია, საიდან გაჩნდა იდეა და როგორ განვითარდა პროცესები და ახლა რა შედეგზე ხართ გასული, ამაზეც რომ ვისაუბროთ.

ჩვენი კომპანია უკვე 20 წელია წარმატებით მოღვაწეობს ტექ-ბაზარზე. ჩვენი მთავარი ოფისია ამერიკაში და ჩვენი მთავარი კლიენტები არიან ამერიკული კომპანიები. ეს იდეაც ჩვენი ამერიკული მენეჯმენტიდან მომდინარეობს. ახალი ტალანტების მოსაზიდად, საჭიროა პრაქტიკულ პროგრამაზე დაფუძნებული კურსი, რომელიც არის Dev School-ი. ეს წარმოადგენს ე.წ. ნაზავს, როგორც პრაქტიკული ისე თეორიული ცოდნის ტრენინგ უნარების გამომუშავებას. ჩვენი კომპანია სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს Dev School-ს. საქართველოში ეს პროგრამა 2023 წელს გავუშვით და წარმატებულად ჩაიარა. 

როგორ ფიქრობთ, ეს უფრო კადრების დეფიციტის საკითხია თუ საერთაშორისო მიდგომა?

ორივე. გამომდინარე იქიდან რომ კადრების დეფიციტიც არის ბაზარზე და ასევე ამ პროექტს წარმატებულად ვახორციელებთ სხვადასხვა ქვეყნებში.

გვიამბეთ Dev School-ის ახალ პროგრამაზე, რა არის მისი უპირატესობა?

გარდა იმისა, რომ Dev School-ი ინოვაციური მიდგომაა, ეს არის სრულად უფასო და ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ჩვენი კომპანიის ინვესტიციას ტექ-ეკოსისტემის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ვინც ამ კურსს გაივლის ყველა ჩვენი კომპანიის თანამშრომელი გახდება. Dev School-ის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ არის ორიენტირებული პრაქტიკულ, მოკლევადიან გადამზადებაზე. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ერთი თვის განმავლობაში, მენტორებთან ერთად განახორციელონ ნამდვილი პროექტები, შექმნან პროდუქტები, რომლის პროტოტიპებზეც შესაძლებელი იქნება ჩვენს კლიენტებთან გადაწყვეტილების მიღების დანერგვა. დღეს ჩვენ კლიენტები გვყავს აშშ-ში, რომელთა პროგრამული პრობლემების გადაჭრაზეც ვმუშაობთ უზრუნველყოფის კუთხით და იმედი მაქვს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ის ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას, დადებენ ინოვაციურ იდეებსა და პროექტებს, რომელიც საინტერესო იქნება შემდგომ ჩვენი კლიენტებისთვისა და გუნდისთვის. შემდგომ კი მნიშვნელოვანი იქნება ამ ადამიანების კარიერული წინსვლისთვის. Dev School-ი არ არის დამწყებებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ ბაზა.

  • რა გამოარჩევს სხვა კომპანიების მსგავსი შეთავაზებებისგან Dev School-ს ?

ყველაზე მთავარი არის ის, რომ პირველივე დღიდან ვინც დევ სქულში ჩააბარებს მათ, ჩვენი გუნდის წევრებად მივიჩნევთ. გარდა ტექნიკური ცოდნისა ამ ადამიანებს ჩვენთან აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ყველა იმ სერვისით რაც ლინეიტს აქვს - ეს იქნება კარიერული ზრდა,  შესაბამისი უნარები და ა.შ.

ეს არის ის დამატებითი ბენეფიტები რასაც ჩვენ ვთავაზობთ ყველა Dev School-ის წარმომადგენელს. ეს არის მთავარი მიზეზი თუ რატომ უნდა ჩააბარონ მათ Dev School-ში და ასევე რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის დასაქმების გარანტია წარმატებული სტუდენტებისათვის.

სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ წინა წელთან შედარებით 25-მა ბავშვმა ჩააბარა Dev School-ზე, 300-მდე ადამიანმა შემოიტანა 25 ადგილზე და აქედან მხოლოდ 11 გადავიდა მეორე ეტაპზე, ანუ სწავლებიდან შემდგომ პრაქტიკულ ნაწილზე.

  • რამდენად წარმატებით გაიარეს მათ ეს კურსი?

25-მა ადამიანმა რომ დაიწყო სწავლა სადაც შუაში ჰქონდათ გამოცდა რომელზეც ნახევარი გადავიდა და ამ ნახევრიდან 6 ადამიანს შევთავაზეთ ანაზღაურებადი სტაჟირება და შემდგომ 6-ვეს შევთავაზეთ დასაქმება. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ამ 25 ადამიანიდან 50% იყო გოგო და ეს ხელოვნურად არ მომხდარა. ბუნებრივად იყო და დასაქმებულთა შორისაც 3 გოგო იყო და 3 ბიჭი.

  • რას ურჩევდით ახალგაზრდებს რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას?

ვურჩევდი ახალგაზრდებს, რომ დაინტერესდნენ IT მიმართულებით. საკმაოდ ფართოა ის სპექტრი, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროს ახასიათებს. ვიღაც შეიძლება იყოს წარმატებული ციფრული დეველოპერი, ვიღაც შეიძლება იყოს წარმატებული ტესტერი. ყველას ვურჩევდი, რომ ჩააბარონ ამ მიმართულებაზე, რადგან ეს არის მომავლის პროფესია. ჩემთვის წარმოუდგენელია 10-20 წელიწადში ადამიანმა ტექნოლოგიების გარეშე იცხოვროს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image თიბისის მხარდამჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა

06.05.2025.10:21

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

 

ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.

 

მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც  მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

 

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 

 

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.  

 

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა