მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7076.5
-0.0217
flag
AZN 1.5959
-0.0042
flag
CNY 38.096
-0.01
flag
EUR 3.1672
-0.0042
flag
GBP 3.6463
-0.0076
flag
KZT 50.2
0.0021
flag
TRY 0.0651
-0.0001
flag
USD 2.713
-0.0071

ბოლო 3 წელიწადში საქართველოში IT მცირე მეწარმეების რაოდენობა 50-ჯერ გაიზარდა და მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადმა 21 მლნ ლარს გადააჭარბა - ვაკო თურნავა

news image

ბოლო სამ წელიწადში საქართველოში IT მცირე მეწარმეების რაოდენობა 50-ჯერ გაიზარდა და მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი 21 მილიონ ლარს ასცდა, -  ამის შესახებ  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და იმავდროულად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ვაკო თურნავამ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შესატან ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის ინიციატორიც თავად არის.

  „ასევე, საქართველოში 150-მდე საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიაა შემოსული, სადაც მაგალითად ერთ-ერთ მოწინავე კომპანიას უკვე 4000 -ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული“, - აღნიშნა თურნავამ

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ცნობილია

24.09.2025.20:01

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტები:

VocAl - სტარტაპის მიზანია, კომპანიებს დაეხმაროს, მომხმარებელთა სატელეფონო კომუნიკაციისა და CX მონაცემების AI-ზე დაფუძნებული ანალიზის გზით, კმაყოფილების დონის ზუსტად შეფასებაში და ხარისხის კონტროლის პროცესის გაუმჯობესებაში. ეს კი შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს 5-ჯერ სწრაფად, 40%-ით ნაკლები ფინანსური და 50%-ით ნაკლები ადამიანური რესურსის დანახარჯით ეფექტურად შეაფასონ კმაყოფილების დონე და გააუმჯობესონ ხარისხის კონტროლი.

WEPRESENT.AI - თანამედროვე streetwear ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ლიმიტირებულ კოლექციებს. სტარტაპის მიზანია შეიქმნას პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიასა და მოდას დააკავშირებს.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს აღნიშნული პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოს 6 რეგიონში და გამოვლინდა 23 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა