მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ათასწლეულის ფონდი ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტექნიკურ, საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებსა და მეცნიერებაში - მაგდა მაღრაძე

news image

„წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. კონკურსი, რომელიც ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგების და მეცნიერების პოპულარიზებას ისახავს მიზნად, დღეს საქართველოში ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საყვარელ პროექტს წარმოადგენს“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კონკურსის მონაწილე ახალგაზრდების უმეტესობა წარმატებით ეუფლება STEM პროფესიებს და თავის მომავალს ამ სფეროებში ხედავს.

„ციფრული ტექნოლოგიების ხანაში საქართველოსა და მსოფლიოს განსაკუთრებით ესაჭიროება მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე STEM პროფესიონალი და მოხარულები ვართ, რომ ათასწლეულის ფონდი თავისი საქმიანობით და მსგავსი კონკურსების ჩატარებით ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტექნიკურ, საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებსა და მეცნიერებაში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში 3500 მეტ უფროსკლასელს აქვს მონაწილეობა მიღებული. კონკურსი გრძელდება და 2024 წელს წარმოდგენილი იყო 395 მოსწავლის მიერ შექმნილი 92 ინოვაციური პროექტი. მოსწავლეები არიან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, როგორც კერძო ასევე საჯარო სკოლებიდან.

დამოუკიდებელმა ჟიურიმ წელს 11 ფინალისტი გუნდი შეარჩია, რომელთაგან 2024 წლის გამარჯვებულები მალე გამოვლინდებიან“,- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ათასწლეულის ფონდის მიერ.

ამ დროის მანძილზე 3300-ზე მეტმა საშუალო სკოლის მოსწავლემ წარმოადგინა ინოვაციური პროექტები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სფეროებში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდები მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვან საზაფხულო სკოლებსა და ბანაკებში. პირველ ადგილზე გასული გუნდი კი მონაწილეობს ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის (ჰიუსტონი, ტეხასის შტატი) საზაფხულო პროგრამაში.

პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეები ეცნობიან აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მუშაობას, ახალ პროექტებს, ათვალიერებენ ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრს, ერთვებიან სხვადასხვა საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტაში, სიმულაციურ ექსპერიმენტებში, ხვდებიან ნასას ინჟინრებს და თანამშრომლებს.

2024 წლის აგვისტოში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის პირველი პრიზის მფლობელი, გამარჯვებული გუნდი “Terra tech” გაემგზავრა

ჰიუსტონში და მონაწილეობდა ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში. გუნდის წევრები გიგი გამსახურდია, ლუკა კუკავა, თამარ გამგებელი, საბა ხაბურძანია და დათო რუსია საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლის მოსწავლეები იყვნენ და დღეს ისინი აშშ-ის, ევროპის და საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას.

ქართველმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნასას კოსმოსური ცენტრი, გაეცნენ ნასას ისტორიას, მონაწილეობდნენ სიმულაციურ სავარჯიშოებში, შეხვდნენ ამერიკელ კოსმონავტებს, ნასას ინჟინრებს და გაიარეს კოსმოსური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image თიბისის მხარდამჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა

06.05.2025.10:21

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

 

ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.

 

მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც  მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

 

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 

 

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.  

 

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა