Apple-მა შესაძლოა, iPhone 17 Pro და Pro Max-ის დიზაინი შეცვალოს
Apple-მა შესაძლოა შემდეგი ფლაგმანი iPhone 17-ის მოდელების დიზაინი - Pro და Pro Max, შეცვალოს. ეს ცვლილებები ძირითადად ეხება კამერას და კორპუსის მასალებს, იუწყება უცხოური მედია.
საქმე იმაშია, რომ Pro და Pro Max მოდელები პირველად მიიღებენ ალუმინის ჩარჩოებს ტიტანის ნაცვლად. ბოლო წლებში ალუმინის ჩარჩოები გამოიყენებოდა დაბალი დონის მოდელებში, როგორიცაა iPhone SE და iPhone 16.
2023 წლამდე iPhone-ის Pro მოდელებს ჰქონდათ უჟანგავი ფოლადის ჩარჩოები. მაგრამ iPhone 15 Pro-ს გამოშვების დროს აღნიშნული მასალა ჩანაცვლდა ტიტანით და გამოცხადდა ერთ-ერთ მთავარ განახლებად. თუ გავრცელებულ ინფორმაციებს დავუჯერებთ, iPhone 17-ის ხაზის გამოშვებით Apple გეგმავს თავისი სმარტფონების ასორტიმენტს ალუმინი დაუბრუნოს.
iPhone 17-ისა და iPhone 17 Pro Max-ის უკანა მხარეს ასევე იქნება ახალი ნაწილობრივ ალუმინის, ნაწილობრივ შუშის დიზაინი.
უკანა პანელის ზედა ნახევარი დამზადებული იქნება ალუმინისგან და ექნება კამერის მართკუთხა ჭრილი, რომელიც ტრადიციული 3D მინის ნაცვლად ალუმინისგანაა დამზადებული.
იმავდროულად, ქვედა ნახევარი კვლავ მინისგან იქნება დამზადებული უსადენო დატენვის მხარდასაჭერად. Apple-მა iPhone 8-სა და iPhone X-ზე შუშის საზურგეები 2017 წელს წარადგინა. მაგრამ მანამდე ყველა სმარტფონს გარდა iPhone 3G, iPhone 3GS და iPhone 5C ჰქონდა ალუმინის უკანა პანელი.
iPhone 17 Pro-ის ახალი კამერის ზომა ასევე აშკარად უფრო დიდი იქნება, ვიდრე წინა მოდელები.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი დიზაინი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვიზუალური ცვლილება მაღალი დონის iPhone მოდელებში წლების განმავლობაში. სავარაუდოდ, iPhone 17 Pro და iPhone 17 Pro Max ბაზარზე 2025 წლის შემოდგომაზე გამოვა, iPhone 17 და iPhone 17 Air-თან ერთად.
სხვა სიახლეები
ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
06.02.2026.14:06
საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელიც წელს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველად გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ ონლაინ ტურში, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეების 50%-ზე მეტი ოლიმპიადას რეგიონებიდან შემოუერთდა.
Olyinfo თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.
უკვე ცნობილია მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა, რომლებიც დასკვნითი ტურისთვის მოემზადებიან. შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.olyinfo.ge
OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ს ბაზაზე გაიმართა.
თიბისისა და BTU-ს პარტნიორობით შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბი ერთიანი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალი თაობას საშუალებას აძლევს გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ტექნოლოგიებში პირველი ნაბიჯები გადადგან.
ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა. ჰაბი, ასევე მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.
თიბისი, ჰაბის გენერალური პარტნიორი, განათლებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს, ამიტომ ბრენდი სისტემურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.