მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

Apple-მა iPhone 17 წარადგინა

news image

კუპერტინოს ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი უახლესი iPhone 17 ოფიციალურად წარადგინა.

სმარტფონს ექნება მაღალი განახლების სიხშირის ეკრანი. მოწყობილობა აღჭურვილია უახლესი A19 პროცესორით, ასევე ახალი თაობის Ceramic Shield-ით, რომელიც ეკრანს ნაკაწრებისგან უფრო კარგად იცავს.

დამატებით, გამოყენებულია შვიდფენიანი ანტი-რეფლექსური საფარი, რომელიც მზის შუქზე ბრჭყვიალს ამცირებს.

ეკრანის ზომაც გაიზარდა - ახალი iPhone 17-ის დიაგონალი 6.3 ინჩია.

რაც შეეხება iPhone 17 Pro-ს, ახალი მოდელი სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი და მკვეთრი ნარინჯისფერი.

კამერის ნაწილში iPhone 17 Pro-ს სამი 48-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა აქვს გაუმჯობესებული ზუმისა და სუსტი განათების შესაძლებლობებით, ასევე ერთი წინა კამერა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი - განათლებიდან ინვესტიციამდე, რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია l ავთანდილ კასრაძე

06.04.2026.13:18

სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით, 500 Global- მა საქართველოში, 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით უკვე ექვსი წელია ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციას გაივლიან, რომლის განმავლობაშიც მათთან იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორები. მონაწილეები მიიღებენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას საკუთარი იდეების დახვეწის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მათთვის საჭირო სხვა საკითხების შესახებ. ამასთანავე, მათ ექნებათ წვდომა ახალ სანაცნობო ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მათი სტარტაპების სწრაფ განვითარებასა და ზრდას.

როგორც GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრსაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულია, რომ 500 Global in Eurasia-თან პარტნიორობით საქართველოში უკვე მეათედ იმართება რეგიონული აქსელერაციის პროგრამა.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პირველი ვენჩურული ფონდი, რომელმაც ეკოსისტემას მხოლოდ ცოდნა და მენტორობა კი არა, რეალური საინვესტიციო კაპიტალიც მოუტანა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი — განათლებიდან ინვესტიციამდე — რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 15 ქვეყნის 100-ზე მეტი სტარტაპი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს  500 Global in Eurasia.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა