ამერიკული კომპანიები AI ინფრასტრუქტურის განვითარებაში 500 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ
ამერიკული კომპანიები AI ინფრასტრუქტურის განვითარებაში 500 მლრდ დოლარს ინვესტიციას განახორციელებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა, რომელმაც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად კერძო სექტორის ინიციატივებზე ისაუბრა. პრეზიდენტი ამბობს, რომ OpenAI, SoftBank-ი და Oracle-ი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ, რომლის სახელიც Stargate-ი იქნება. ასევე, აღნიშნული კომპანიები ახალ მონაცემთა ცენტრებს ააშენებენ და 100 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან.
Stargate-ის დამფუძნებელი კომპანიები 100 მლრდ დოლარის ინვესტიციას დაუყოვნებლივ განახორციელებენ, დარჩენილ თანხას კი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დააინვესტირებენ.
მთლიანობაში 20 ერთეული მონაცემთა ცენტრის აშენება იგეგმება.
დონალდ ტრამპმა ინიციატივას ისტორიაში ყველაზე მსხვილი AI-ინფრასტრუქტურის პროექტი უწოდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.07.2025.11:30
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს. აგვისტოს თვეში, GITA სამი სხვადასხვა მიმართულების ბანაკს განახორციელებს.
• 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G
• 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl
• 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია 1-4 კურსის სტუდენტებისთვის მთელი საქართველოდან. აღნიშნული ბანაკი განკუთვნილია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები; ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO
ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.