მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

⁠3 წლიანი IT ბინადრობა არამხოლოდ ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას ემსახურება, არამედ რეგიონების ეკონომიკურ გამოცოცხლებასაც ისახავს მიზნად - ვაკო თურნავა

news image

საქართველოში IT სფეროში დასაქმებული უცხოელებისათვის 3 წლიანი ბინადრობის მიღება ხდება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ცვლილება “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიზანიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვის მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაა. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ტემპი საჭიროებს დარგის მცოდნე სპეციალისტების ინტეგრირებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ახალი კადრების მომზადებას. აღნიშნული მოითხოვს ბინადრობის ნებართვის პროცედურის ახლებურად დარეგულირებას.

რას ნიშნავს 3 წლიანი IT ბინადრობის უფლება, რა შესაძლებლობები ჩნდება სექტორში დასაქმებული უცხოელებისთვის და რას აძლევს ეს ქვეყანას, დეტალებზე Business Insider Georgia ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს ვაკო თურნავას ესაუბრა.


რას ითვალისწინებს “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტი და ზოგადად რას გულისხმობს 3 წლიანი IT ბინადრობის ნებართვა?

- IT ბინადრობა ნიშნავს, რომ ახალი კანონი შემოვა, სადაც სამ წლიან ცხოვრების უფლებას მივცემთ ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც საქართველოში ჩამოვა, ან უკვე ცხოვრობს და ამ საქმით დაკავებული არის მინიმუმ ორი წელი და წელიწადში 25 000 დოლარის ექვივალენტი შემოსავალი აქვს. და ცხადია ამას ოფიციალურად დაადასტურებს. ამ ყველაფრის შემდეგ მას 3 წლიანი IT ბინადრობის უფლება მიეცემა.

⁠რატომ გაჩნდა აღნიშნული კანონპროექტის ინიციირების საჭიროება?
-⁠ ⁠ამის საჭიროება იმიტომ გაჩნდა, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ დაახლოებით სამი წელია საქართველოში აქტიურად გადმოდიან. სულ თავიდან კოვიდმა მოიტანა ეს პრაქტიკა. ის ხალხი რომელიც დასაქმებულია ამერიკაში, ინგლისში თუ ისრაელში და მაღალი ცხოვრების ხარჯები აქვთ, IT სექტორი ისეთი სფეროა, რომ გვაძლევს უფლებას remote იმუშაონ და შესაბამისად ეძებენ სხვა ქვეყნებს, სადაც შეუძლიათ გადავიდნენ, იცხოვრონ და იმუშაონ. ანუ ეძებენ ქვეყნებს, სადაც შედარებით ნაკლებად სიძვირეა, კარგი ამინდია, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, კრიმინალი არ არის. სადაც უსაფრთხოდაც გრძნობენ თავს და კარგი პირობები არის სამუშაოდ. სადაც მთაც აქვთ, ზღვაც და ა.შ. ასეთი ქვეყანა კი არის საქართველო. ბევრი გადავიდა ბალიზე. აშშ-ს შემთხვევაში მიდიან უფრო პუერტო-რიკოში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ხალხი ჩვენს ქვეყანაში დავაკავოთ და აქ ჩამოვიყვანოთ. ჩვენი ინიციატივის მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციის განვითარებას, ეკონომიკის გაძლიერებას. ასევე ტექნოლოგიური სექტორის უფრო განვითარდება. რა ბენეფიტები ექნება ამას? უფრო განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.

აღნიშნული ინიციატივის ძალაში შესვლის შემდეგ, რა მოლოდინები არსებობს, რა გავლენა ექნება მას სექტორზე, ეკონომიკურ ზრდაზე?

- ამ ინიციატივას ექნება ბევრი გავლენა, თუმცა მე ყურადღებას რამდენიმეზე გავამახვილებ:
1) ბიუჯეტში შემოსავლის ზრდა - ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ პირდაპირ ეკონომიკაში, ბიუჯეტში შემოსვლების ზრდა იქნება. იმიტომ, რომ ეს უცხოელი სპეციალისტები, რომელიც ძვირადღირებული ხალხია შემოვლენ, გადაიხდიან გადასახადებს და მხარს დაუჭერენ შიდა მოხმარებას, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახება, ანუ იქირავებენ ბინას და ასე შემდეგ.
2) ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარება - ანუ უცხოელ IT სპეციალისტს, რომ მოვიზიდავთ ის დაეხმარება ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიური სექტორის ზრდას. ანუ ცოდნის გაზიარება იქნება, კოოპერაცია ანუ თანამშრომლობა იქნება და ინოვაციები უფრო წავა წინ.
3) კადრების ნაწილში დივერსიფიკაცია იქნება. მაგალითად, კონკრეტული მიმართულენით არ გვყავს სპეციალისტები - ასეთი დარგის სპეციალისტები შემოვლენ და უკვე რომ კითხავენ სად ცხოვრობ, მაგალითად მაიკროსოფტიდან დამქირავებელი, პასუხი იქნება საქართველოდან გემუშავები და უკვე მერე ქართველიც რომ გავა, ეს გარკვეული პრაქტიკაა.
4) უცხოური ინვესტიციის მოზიდვა - ადამიანი გეგმავს, რომ გახსნას ოფისი და სად წავიდეს ფიქრობს. საქართველოში 150-მდე IT კომპანია შემოვიდა. ის პირდაპირ იძახის, რომ საქართველოში გავხსნი კომპანიას, იმიტომ რომ სამ წლიან ცხოვრების უფლებას მაძლევენ და არ მექნება შეზღუდვები.
5) არაპირდაპირი ეფექტები - სტიმულს აძლევს სხვა სექტორებს. მაგალითად, უძრავი ქონება გაიზრდება, ტრანსპორტი, ტურიზმი, განათლება და ა.შ. ამ ყველაფერს რაც მოჰყვება ეს არის.
6) საერთაშორისო იმიჯის გაძლიერება - იციან, რომ უკვე ამ ქვეყანაში ბევრი პროფესიონალი ცხოვრობს
7) ადგილობრივი ტალანტების შენარჩუნება - გადინება შედარებით ნაკლებად მოხდება.
ეს არის 7 მთავარი უპირატესობა, რაც შემიძლია გითხრათ, თუ რა გავლენა ექნება.
⁠კონკურენციის თვალსაზრისით, როგორი შეიძლება იყოს ეფექტი და რა შესაძლებლობები გაჩნდება?
- კონკურენციით დღეს, ჩვენს რეგიონში და ცოტა იქეთ მეტწილად გვეკონკურენტება სერბეთი. სერბეთში ბევრს უნდოდა, ცოტა სომხეთმაც გაიყვანა და ევროკავშირში, ყველაზე მეტად ესპანეთი აქტიურობს. იქ ვისაც 3500 ევროზე მეტი შემოსავალი აქვს პირდაპირ აძლევენ ცხოვრების უფლებას. ჩვენს შემთხვევაში ისიც მინდა დავამატო, რომ ჩვენ ცხოვრების უფლებას, რომ მივცემთ პირს, სულ რომ პასპორტის ვადა ეწურებოდეს, სადამდეც აქვს ცხოვრების უფლება, იქამდე იქნება ლეგალი. უკრაინის შემთხვევაში პასპორტის ვადა, რომ იწურება შენს ქვეყანაში უნდა წახვიდე, რომ გააკეთო პასპორტი. იქ წასვლა ომში წასვლას ნიშნავს. ამიტომ აღარ მოუწევთ წასვლა და IT ბინადრობას პირდაპირ მიიღებენ აქ.
IT ბინადრობა არამხოლოდ ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას ემსახურება, არამედ რეგიონების ეკონომიკურ გამოცოცხლებას. ეს ინიციატივა არის პასუხი თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე და უკეთესი მომავლის გზამკვლევი, როგორც ადგილობრივებისთვის ისე უცხოელებისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეროვნულმა ბანკმა Point Zero Forum-ზე ფინანსებისა და ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო განხილვაში მიიღო მონაწილეობა

05.06.2025.20:04

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Point Zero Forum 2025-ში, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართა.

ფორუმი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სივრცეს საერთაშორისო განხილვებისთვის, პოლიტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.

ღონისძიებას უმასპინძლა შვეიცარიის საერთაშორისო ფინანსების სახელმწიფო სამდივნომ (SIF) და ორგანიზაცია GFTN-მა (რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის მონეტარული ორგანოს ინიციატივით). ფორუმი აერთიანებს ფინანსური, ტექნოლოგიური და რეგულირების სფეროს გლობალურ ლიდერებს, რათა ჩამოაყალიბონ შეთანხმებული ხედვა ფინანსური და ციფრული ეკოსისტემების განვითარებაზე.

ეროვნული ბანკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.

ფორუმის ფარგლებში, „The FinTech Ecosystem Playbook“ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ განხილვაში - „კანონმდებლობა და გლობალური ურთიერთაღიარების სტანდარტის ჩამოყალიბება“ მონაწილეობა მიიღო ღია ფინანსების ეკოსისტემისა და ფინანსური ინოვაციების განვითარების განყოფილების უფროსმა, ვასილ შენგელიამ.

ფორუმში ეროვნული ბანკის მონაწილეობა ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს ფინტექ ინოვაციების, ღია ფინანსებისა და რეგულირების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

ამ ტიპის საერთაშორისო ფორუმებში აქტიური ჩართულობა თანხვედრაშია ეროვნული ბანკის სტრატეგიულ მიზანთან - ხელი შეუწყოს საქართველოში ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას და მიუახლოვდეს გლობალურ საუკეთესო პრაქტიკებს რეგულაციურ ტექნოლოგიებში, მონაცემთა საზღვრებს შორის მართვასა და მდგრად ფინანსებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა