28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე მესამედ შეიკრიბება
თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება - AWS კომუნის შეკრებაგაიმართება.
AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და მიღებულ ცოდნას უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.
ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას თიბისი უკვე მესამედ მართავს.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა თემას - Securing Infrastructure with AWS Shield & WAF, რომელსაც თიბისი ჯგუფის ქლაუდ ინჟინერი - გიორგი სემენიხინი გაუძღვება. ის მიმოიხილავს AWS-ის იმ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას და შეხვედრის მონაწილეებს პრაქტიკულ გამოცდილებასაც გაუზიარებს.
მომდევნო სესია AWS re:Invent 2024-ის, წამყვანი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ღონისძიების მიმოხილვა იქნება. AWS-ის წარმომადგენლები მოყვებიან, რომელი ახალი პროდუქტებისა თუ ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოშვება და განვითარება იგეგმება.
შემოგვიერთდით 28 თებერვალს, 16:00 საათიდან, ილიაუნის ტექნოლოგიების T კორპუსში.
სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ შეავსოთ ბმულზე - https://forms.gle/tu2aS9zHvBn6rfY86
ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ტექნოლოგიური წინსვლა და ინოვაციების მხარდაჭერა. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამყარება, ტექ კომუნისთვის მნიშვნელოვანი პროცესია.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
16.04.2026.13:06
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 13 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები შპს „არგონავტის კვლევითი ტექნოლოგიები“ და შპს „ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯია“ გახდნენ.
• შპს „არგონავტის კვლევითი ტექნოლოგიები“ - სტარტაპი, პროფესიული მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ქმნის კვლევით ტექნოლოგიას - “არგონავტი”, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს კვლევის მთელ ციკლს: კვლევითი ინსტრუმენტების შექმნას, საველე სამუშაოების ორგანიზებას, მონაცემთა ხარისხის კონტროლს, მონაცემების გაწმენდას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას.
• შპს „ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯია“ - სტარტაპი ქმნის კორპორატიული კეთილდღეობის (corporate wellness) ახალ მოდელს, ჩაშენებულს უშუალოდ სამუშაო პროცესში. სამუშაო და საოფისე გარემოზე მორგებული სასიარულო ბილიკები (Walking Pads) სინქრონიზირებულია მობილურ აპლიკაციასთან და ანალიტიკურ პლატფორმასთან.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოიპოვებენ ის სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას.